ავტორი:

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

"ოჯახში ფინანსური პრობლემები გვქონდა... სამედიცინოში "პატრონის" გარეშე მოხვედრა წარმოუდგენელი იყო!" - ცნობილი ექიმის რთული გზა წარმატებამდე

ექიმის - ბიძინა კულუმბეგოვის რჩევებს ბევრი ადამიანი ითვალისწინებს. პანდემიის პირობებში ის ტელეეკრანიდან ოპტიმისტური გამოსვლებით გამოირჩეოდა... მის სიტყვას ენდობიან, უყვართ, პატივს სცემენ და ძალიან ცოტამ თუ იცის, მუდამ მოღიმარ ექიმს წარმატების მისაღწევად როგორი რთული გზის გავლა მოუხდა...

- საქართველოში ყველაზე ცნობილი ახალგაზრდა ექიმი ხართ... ექიმობა ბავშვობიდან გინდოდათ?

- კი, ექიმობა სკოლის ასაკიდან მსურდა და ეს ყველამ იცოდა. მახსოვს, თეთრი ხალათი ძალიან მომწონდა!.. სკოლა რომ დავამთავრე, იმ პერიოდში ქვეყანაში არ იყო მშვიდი სიტუაცია... კორუფცია ყვაოდა და სამედიცინო უნივერსიტეტში "პატრონის" გარეშე მოხვედრა თითქმის წარმოუდგენელი იყო! იმედს მაინც არ ვკარგავდი და მიზნის მისაღწევად შეუპოვრად ვიბრძოდი, რაშიც ჩემი პედაგოგებიც მეხმარებოდნენ...

ხონის სკოლაში ვსწავლობდი, ჩემს ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და მასწავლებლები სრულიად უსასყიდლოდ მამზადებდნენ. არც ერთ პედაგოგს ჩემთვის საგანში მომზადების თანხა არ გამოურთმევია...სამედიცინო უნივერსიტეტში ქიმიის გამოცდაზე ჩავიჭერი... სხვა პროფესიას თუ დავთანხმდებოდი, მიმიღებდნენ. შემომთავაზეს, ქუთაისში იურიდიულ ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ უარი ვთქვი! მხოლოდ ის, რომ სადმე მესწავლა, არ მსურდა! საბოლოოდ, მაინც ჩემი გავიტანე.

- როგორ გახსენდებათ სტუდენტობის წლები?

- თავიდან უიმედოდ ვიყავი განწყობილი. ვფიქრობდი, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ყველაზე მაჩანჩალა და ჩამორჩენილი ვიქნებოდი... პირველი სემესტრის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი წინათგრძნობა არ გამართლდა და მეტიც, ყველაზე წარჩინებული სტუდენტი აღმოვჩნდი... რაც შეეხება პირობებს, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. სამედიცინო უნივერსიტეტს ჯერ კიდევ ჰქონდა ყაზბეგის გამზირზე შენობა და იქ მოვხვდი.

საერთო საცხოვრებელი თავისებურად მომხიბვლელი და საინტერესო იყო... ბევრი ძვირფასი ადამიანი შევიძინე იქ ცხოვრების დროს, ზოგიერთ მათგანთან დღესაც ვურთიერთობ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი იყო იქ ცხოვრება. მანამდე, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი, სანამ არ დაინგრა და საბოლოოდ არ გაუქმდა.

- ჩამოსულებისთვის იოლი არ არის თბილისში თავის დამკვიდრება... თქვენ როგორ მიგიღოთ თბილისმა?

- ცივი დამოკიდებულება არ მიგრძნია! უნივერსიტეტში იყო ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო საბჭო, სადაც მესამე კურსის შემდეგ აქტიურად ვიყავი ჩართული... მესამე კურსიდანვე სახელობითი სტიპენდია მომანიჭეს, თვეში 60 ლარს ვიღებდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი თანხა იყო...ჩვენი დეკანი გახლდათ ცნობილი პედიატრი ნუგზარ უბერი. მის კაბინეტში ხშირად მიწევდა ყოფნა როგორც ასისტენტს. ბავშვების გასინჯვაში, ინფორმაციის ურთიერთგაცვლაში ვმონაწილეობდი... რაც უფრო მეტი პრაქტიკის გავლა მიწევდა, მით უფრო საინტერესო ხდებოდა ყველაფერი...

სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რეზიდენტურაში ჩაბარება გადავწყვიტე. 2005 წელს პედიატრიის უფასო რეზიდენტურაში მხოლოდ ორი ადგილი იყო და დიდი კონკურენცია. ამ ორიდან ერთ-ერთი მე გახლდით...როდესაც რეზიდენტურა დავამთავრე, სამსახურის პოვნის საკითხი დადგა... უამრავი კურსდამთავრებულია, მაგრამ ასე მარტივად ექიმები ვერ ხდებიან: ზოგი ფარმაცევტულ კომპანიაში, ზოგიც სხვა სეგმენტში იწყებს მუშაობას.

მე გამიმართლა, მარინა კვეზერელი-კოპაძისგან ინფორმაცია მივიღე, რომ ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრი (სადაც ახლა ვმუშაობ) კადრებს ეძებდა... რა თქმა უნდა, შემოთავაზებას სიხარულით დავთანხმდი და ცენტრის დირექტორის, ქალბატონ მაია გოთუას ასისტენტად დავიწყე მუშაობა... რამდენიმე თვეში შტატის თანამშრომლად ამიყვანეს. ასე, ვიღაცების ჩარევის გარეშე აეწყო ყველაფერი. კარგად რომ ვსწავლობდი, ამიტომ გავახსენდი ქალბატონ მარინას და ასე მოვხვდი ამ ცენტრში... შეიძლება ვიმსახურებდი, მაგრამ იღბალიც არსებობს!

- ხალხს ეკრანიდან ყოველთვის გასაგებ ენაზე, რთული სამედიცინო ტერმინების გარეშე ესაუბრებით...

- დიახ, ვცდილობ... თუ არ შემიძლია, ყველა ადამიანს სამედიცინო ინფორმაცია მისთვის გასაგებ ენაზე მივაწოდო, ეს ნიშნავს, რომ მეც არ მესმის ის საკითხი...წაიკითხეთ სრულად