ავტორი:

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

ვინ არიან კახა კალაძის საზოგადოებისთვის უცნობი დები და როგორი ურთიერთობა აქვთ თბილისის მერთან

კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის გატაცებამ და შემდგომ მკვლელობამ წლების წინ მთელი საქართველო შეძრა. უკვე პოპულარული ფეხბურთელის ოჯახის ტრაგედიაზე ძიება წლების მანძილზე გრძელდებოდა და ბევრი ფაქტი დღემდე ბურუსითაა მოცული. თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ კახის ძმის გარდა კიდევ ორი და თამუნა და ეკა ჰყავს, რომლებიც კალაძის მამას კარლო კალაძეს პირველი ქორწინებიდან ჰყავს.

პირველ ქორწინებაში კარლო კალაძე ირა ფუთურიძესთან იმყოფებოდა. გოგონები 3 და 5 წლის იყვნენ, როდესაც ოჯახი დაინგრა. მეორე მეუღლე ქორწილში ნახა. მაშინ მედეა შენგელია დედისერთა, გათამამებული ქალი გახლდათ. ქალი დიდხანს ფიქრობდა, ორშვილიან მამაკაცზე დაქორწინებაზე, თუმცა წლებია უკვე ცოლ-ქმარი ერთად არიან და ქორწინებაში ორი ვაჟიშვილიც შეეძინათ. კარლო კალაძე მაშინ პირველ მეუღლეს ორი წლის გაშორებული იყო.

კარლო კალაძე და ირა ფუთურიძე თამუნა კალაძესთან ერთად

"გარეგნულად ძალიან კარგი ბიჭი იყო, ვერ დაიწუნებდი. ვფიქრობდი, ისეთებზე ვთქვი უარი და ხალხი რას იტყვის, ორშვილიან კაცს გაჰყვა ცოლად, ალბათ, რაღაც უჭირდაო. ორი წლის დაცილებულები იყვნენ. მთელმა სამტრედიამ იცოდა ეს ამბავი.

რაც შეეხება კარლოს შვილებს პირველი ქორწილებიდან, ერთი გოგო გათხოვილია და მეორე - გასათხოვარი. სამწუხაროდ, ოჯახი დაენგრა. ახლა რომ ცხოვრობენ, ის ბინა ვისი ფულით არის ნაყიდი? სანახევროდ კახას ფულითაა შეძენილი.

რაც ეკუთვნოდათ, ყველაფერში დაეხმარა მათ მამამისი. პატარები რომ იყვნენ, დარეკავდა კარლო, ბავშვები მომყავს სკოლიდანო. გემრიელ სადილს დავახვედრებდი. არ ყოფილა შემთხვევა, აქედან უსაჩუქროდ გამეშვა. ტექნიკუმი დაამთავრეს, შემდეგ - უმაღლესი სასწავლებელი. მერე რაღაც პრობლემები შეექმნათ, ვიღაც ბიჭები ავიწროებდნენ, დაურეკეს მამამისს და კარლომაც ჩააკითხა. ჩემი მულის ქმარიც თან გაჰყვა" - ჰყვებოდა გოგონების შესახებ მედეა შენგელია წლების წინ ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

თამუნა კალაძეს საზოგადოება უფრო მეტად იცნობს, რადგან მეუღლესთან ერთად "ოცნების" აქტიური მხარდამჭერია... უფრო მეტიც, კალაძის სიძე პაატა აბულაძე პარტია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი დამფუძნებელია. მერის დის ქმარი არაერთხელ გახვეულა სკანდალებში. ცნობილია სკანდალური პოსტებით და "ლაივ ჩართვებით", სადაც ხშირად ოცნების სხვადასხვა წევრებს უპირისპირდება.

თამუნა კალაძე მეუღლესთან ერთად
პაატა აბულაძე კახა კალაძესთან და ირაკლი ღარიბაშვილთან
თამუნა კალაძე დედასთან ერთად

ეკა კალაძე პედიატრია, ცხოვრობს თბილისში და როგორც ახლობლები ახასიათებენ, თავმდაბალი და კეთილი ადამიანია, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ჰყავს ოჯახი და მაქსიმალურად ცდილობს თავი შეიკავოს აქტივობებისგან.

სხვადასხვა ინფორმაციით, კალაძეს დებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს. უმცროს ძმასთან უფრო ახლო ურთიერთობა აქვს თამუნა კალაძეს. კარლო კალაძესთან დაშორების შემდეგ, გოგონების დედა, ირა ფუთურიძე მეორედ აღარ დაოჯახებულა.

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია

"დილით ადრე წამოსულა, მდინარით უნდა გადმოსულიყო, არც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი", - გალში 60 წლის ქალს ეძებენ