ავტორი:

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს

"ვიზეარი" აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და რჩება თავისი მომხმარებლის, საქართველოს მოქალაქეების ერთგული" - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისში საკუთარ ბაზას ხურავს, რამაც საზოგადოებაში გაურკვევლობა გამოიწვია.

მინისტრის განცხადებით, უნგრული ავიაკომპანია საქართველოში 2012 წლიდან ოპერირებს და საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ „ვიზეარის“ არეალი გაფართოებულიყო. ნათია თურნავას თქმით, ახალი კორონავირუსის პანდემიამდე, „ვიზეარი“ საქართველოდან 30-მდე მიმართულებით ოპერირებდა და კიდევ 10-მდე ახალი მიმართულება ჰქონდა დააანონსებული.

„ახლახან პირადად ვესაუბრე კომპანიას და „ვიზეარი“ თავადაც დაადასტურებს საჯაროდ, რომ არსად არ გადის, აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩვენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში „ვიზეარის“ მეშვეობით და ჩვენი ხელშეწყობით ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დღეს ავიაციის გლობალური ინდუსტრია საკმაოდ დიდი სირთულეების წინაშეა და ბუნებრივია, ნებისმიერი ავიაკონმპანია ცდილობს შეამციროს დანახარჯები, აკეთებს სხვადასხვა თვითმფრინავების გადაჯგუფებას, რეალოკაციას, რაც არის წმინდა ტექნიკური საკითხი. ამიტომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, „ვიზეარს“ თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში ეყოლება დაყენებული, თუ რომელიმე თავის ბაზაზე გადაიყვანს.

„მთავრია, რომ „ვიზეარი“ არსად გადის. კომპანიის განაცხადი შემოსულია ოფიციალურად ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ელოდება ჩვენს შეტყობინებას. რა მომენტშიც ვიქნებით მზად და ჩავთვლით შესაძლებლად, რომ უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გარკვეული მიმართულებები უნდა გააქტიურდეს, „ვიზეარი“ გააგრძელებს ფრენებს და ამას თავად კომპანია უახლოეს ხანებში დაადასტურებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა Wizz Air-მაც. ავიაკომპანია გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

"Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას.

Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში.

Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები.

Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას", - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია