ავტორი:

"მოპედი და მანქანა ერთად მოფრინავდნენ..." - ავარიას გმირთა მოედანზე მოტოციკლისტი ემსხვერპლა

"მოპედი და მანქანა ერთად მოფრინავდნენ..." - ავარიას გმირთა მოედანზე მოტოციკლისტი ემსხვერპლა

გმირთა მოედანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

"ჩემთან ჩაისხა ბენზინი... იმის მერე მე მისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, მხოლოდ დაჯახების ხმაზე მოვიხედე და დავინახე, რომ მოპედი და მანქანა ერთად მოფრინავდნენ. ყველაფერი წუთებში მოხდა" - ამბობს "მთავართან" საუბარში "ვისოლის" თანამშრომელი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

"2 ინფიცირებული სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა" - ინფორმაცია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - უახლესი მონაცემები

ავარია ქედაში: ავტომანქანის ხევში გადავარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები