ავტორი:

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

მძიმე კადრები ბოტსვანიდან - მეცნიერები სპილოების მასობრივი სიკვდილის მიზეზს ვერ ადგენენ

ბოტსვანაში უჩვეულო რამ ხდება - ადგილობრივები ბოლო ერთი თვეა ასობით მკვდარ სპილოს პოულობენ. ამის შესახებ BBC წერს. ექიმ ნილ მაკკანის თქმით, სამხრეთ აფრიკულ ქვეყანაში ბოლო ერთ თვეში 350-ზე მეტი მკვდარი სპილო ნახეს.

როგორც BBC წერს, ცხოველების სიკვდილის მიზეზი არავინ იცის. ჯერჯერობით ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ სპილოების უმეტესი ნაწილი წყლის გუბეებთან ნახეს. ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა მოწამვლას უკავშირდებოდეს, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ საქმე რაიმე დაავადებას უკავშირდებოდეს.

ექიმი მაკკენი ამბობს, რომ სამ საათიანი ფრენის დროს მათ პირველად 169 მკვდარი სპილო იპოვეს. მისივე თქმით, ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა და აქამდე არასდროს უნახავთ ერთ თვეში ამდენი მკვდარი სპილო.

"მხოლოდ სპილოები კვდებიან და სხვა ცხოველები არა. ბრაკონიერები მათ დასახოცად ციანიდს იყენებენ ხოლმე და შესაძლოა, საქმე კვლავ ბრაკონიერების მოქმედებას ეხებოდეს", - ამბობს ვეტერინარი.

მისი თქმით ასევე შეიძლება ყოველივე ბუნებრივ მოწამვლასთანაც იყოს დაკავშირებული. ის იხსენებეს გასულ წელს, როდესაც ბოტსვანაში სპილოები ბუნებრივად მოიწამლნენ და მაშინ 100 ცხოველი მოკვდა.

როგორც BBC წერს, სპილოების სიკვდილის მიზეზის დადგენის გარეშე, შეუძლებელია გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ეს უკავშირდება რაიმე დაავადებას, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზე გავრცელდეს. სპეციალისტები ლაბორატირიული კვლევის შედეგებს ელოდებიან, რომელიც რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

რა კვალს ტოვებს COVID-19 ადამიანის ტვინზე - "შეიძლება, კორონავირუსმა ბევრი სხვა დაავადება გამოიწვიოს"

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის