ავტორი:

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

როგორ საქმის პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ სასამართლო პროცესზე საკუთარ შუამდგომლობაში განაცხადა, გოგოლაძემ ეჭვიანობის ნიადაგზე გადაწყვიტა გოგონა დაესაჯა.

„კერძოდ, მას თავდაპირველად აგინა და ხელი სახის არეში გაარტყა, შემდეგ კი, მოტყუებით წაიყვანა ბენზინგასამართ სადგურზე და შეიძინა ბენზინი, მას სახლის ტერიტორიაზე ცეცხლი წაუკიდა და ცეცხლწაკიდებულს შორიდან უყურებდა, თუ როგორ ეკიდებიდა ცეცხლი მის საყვარელ ადამიანს და როგორ ითხოვდა ის შველას, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა”, - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.

VIDEO: პროკურორი ჰყვება, რა სისასტიკე გამოიჩინა შალვა გოგოლაძემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოზე, რომელსაც ბენზინი შეასხა და დაწვა

თავად ბრალდებულს დღევანდელ სასამართლო პროცესზე მომხდართან დაკავშირებით, პოზიცია არ დაუფიქსირებია. როგორც მისი ნათქვამიდან ირკვევა, ის უკრაინაშია დაბადებული და საქართველოში, საგარეჯოში ცხოვრობს. რაც შეეხება მის საქმიანობას, ის მშენებლობაზე მუშაობდა.

შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.

გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"FBI აცხადებს, რომ მათი კომპეტენცია არ არის სხვა ქვეყანაში გამოძიებაში ჩაერთოს ", - ომბუდსმენი ბაჩალიაშვილის საქმეზე

კიბერშეტევა ლუგარზე: უკანონოდ მოპოვებული დოკუმენტაციის ნაწილი ატვირთულია ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე

"ლუგარის ლაბორატორიაში დაცული დოკუმენტაციის  გამოყენების მიზნით, უცხო ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა" - შსს