ნაძალადევის რაიონში, არბოს ქუჩაზე აფეთქება მოხდა. საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა აფეთქდა.
ეზოში სამი ოჯახი ცხოვრობს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს უკვე აფეთქების მეორე შემთხვევაა. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა სამი თვის წინაც მოხდა.
მეზობლები აფეთქების ფაქტს მეზობლად მცხოვრებ ვალერი ჟორჟოლიანს უკავშირებენ, რომელიც, მათი თქმით, აზარტული თამაშებითაა დაკავებული და მას პერიოდულად მევალეები ემუქრებიან.
აფეთქების ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.