ავტორი:

"მეორე ტალღაზე საუბარი ადრეა... თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს" - იმნაძე

"მეორე ტალღაზე საუბარი ადრეა... თუ ვისწავლით კორონავირუსთან თანაცხოვრებას, ვირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს" - იმნაძე

მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვორებას, მაშინ ის არ შეგვაწუხებს.

„მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან პრაქტიკულად, სიტუაცია, რაც არის გვიჩვენებს, რომ შემთხვევები არ არის საგანგაშო. თუმცა, რომ ვირუსი ცირკულირებს, აქედან გამომდინარე, სიფრთხილე გვმართებს.

შესაბამისად, თუ ჩვენ კორონავირუსთან ვისწავლით თანაცხოვრებას, დავიცავთ ელემენტარულ წესებს-ნიღაბი, დისტანცია, ჰიგიენა, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება, კორონავირუსი იქნება, მაგრამ ძალიან არ შეგვაწუხებს. თუ არ დავიცავთ, მოგვივა ის, რაც მოუვიდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს“, - განახადა იმნაძემ.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი ტემპერატურის გამო 2 აბიტურიენტი არ დაუშვეს

ქუთაისში დაკარგულ ახალგაზრდა მამაკაცს მდინარე რიონში ეძებენ

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა და 2 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან