ავტორი:

როგორ ატარებს ქართველი მილიონერის ქალიშვილი ზაფხულს პანდემიის ფონზე - ანი ფხაკაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია სენ-ტროპედან

როგორ ატარებს ქართველი მილიონერის ქალიშვილი ზაფხულს პანდემიის ფონზე - ანი ფხაკაძის შთამბეჭდავი ფოტოსესია სენ-ტროპედან

"ვისოლის" დამფუძნებლის ლევან ფხაკაძის ქალიშვილი ანი ფხაკაძე შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან გლამურული ცხოვრებით ცხოვრობს. ანის ყოველი დილა ჯადოსნური სითხით იწყება, რომელსაც წინა დღეს თავად იმზადებს.

ამბობს, რომ თუ ყოველ დილას ადამიანები ჯინჯერითა და კურკუმათი შეზავებული წყალს დალევენ, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ანიმ ლონდონში სასტუმროების მენეჯმენტი შეისწავლა.

ძალიან უყვარს მოგზაურობა და ანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოდური გოგონაა "ინსტაგრამზე". მას 30 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მუდმივად დებს მოგზაურობის ამსახველ და ასევე მოდურ ფოტოებს. ანი პერიოდულად უცხოელ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

ფხაკაძეების ოჯახს ძალიან უყვართ საფრანგეთის სამხრეთით კუნძულ სენ-ტროპეზე დასვენება. შარშან ანიმ მშობლებთან ერთად დაბადების დღეც კი აღნიშნა, თუმცა როგორც ჩანს, წელს, პანდემიის ფონზე მშობლებმა შვილთან ჩასვლა ვერ შეძლეს, ამიტომ ანი ამჯერდ სენ-ტროპეს ლაჟვარდოვან სანაპიროს მარტო სტუმრობს.

"დღეს შაქარას გუნდმა მის გარეშე პირველი მატჩი ჩაატარა... "სპაერი" 2:0 დაამარცხა! ყველა გოლი შენ გეძღვნება შაქარ!" - კლუბი "საბურთალო

რას ამბობს სოფო ხალვაში ბათუმის მერის თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე