ავტორი:

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება

კავკასიის კარიბჭე ყაზბეგში, იგივე Porta Caucasia Kazbegi - ადგილი საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა იწყება

აღმოაჩინე ის რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში – ეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წლის მთავარი მოწოდებაა, რომელიც ყველა საქართველოში მცხოვრებს გვირჩევს ვიმოგზაუროთ, უკეთ შევიცნოთ და აღმოვაჩინოთ საკუთარი ქვეყანა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მართლაც გამორჩეულია თავისი ღირსშესანიშნაობებით, სანახაობებით, ბუნებით, ისტორიითა და ტურისტული მიმართულებების მრავალფეროვნებით.

გასული წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, ყოველწლიურად იზრდება იმ თანხის მოცულობა, რომელსაც ქართველი მოგზაურები საზღვარგარეთ ხარჯავენ. თუმცა წელს, როდესაც საზღვრები დაკეტილია, მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის ნაწილი სწორედ ქვეყნის შიდა ტურიზმში დაიხარჯოს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და კოვიდ 19–ით გამოწვეული პრობლემების ფონზე მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლებს, რათა მათ შეინარჩუნონ ფინანსური სტაბილურობა.

გადაწყვეტილება მიღებულია და ზღაპრული თავგადასავალიც სწორედ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობით იწყება. ახლა ისღა დაგვრჩენია გადავწყვიტოთ, თუ საიდან დავიწყოთ მოგზაურობა – ამ კითხვამ, ალბათ, არაერთი ჩვენგანის გონებაში უკვე ბევრჯერ გაიელვა. ბევრმა დაიწყო კიდეც მოგზაურობა, ბევრი კი სწორედ ახლა არჩევს იმ მიმართულებებს, რომელსაც უნდა ესტუმროს. მერწმუნეთ, ერთ–ერთი პირველი ტური აუცილებლად დაგეგმეთ ყაზბეგში, საიდანაც საქართველოს ზღაპრული სილამაზის აღმოჩენა და დაუვიწყარი თავგადასავალი იწყება!..

თბილისიდან 150 კილომეტრი, დაახლოებით 2 საათის სავალი გზა და თქვენ სტეფანწმინდაში ხართ, ადგილი, რომელიც ძალიან ახლოს არის ცასთან და ნებისმიერ სტუმარს თავისი მედიდური მთებით, ბუნებით, სიდიადითა და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით აჯადოებს. მყინვარწვერი, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, ჯუთა, თრუსოს ხეობა – მათი ნახვის გარეშე საქართველოში მოგზაურობა ხომ წარმოუდგენელია?!

ყაზბეგში ჩასულები სასტუმრო „პორტა კავკასიაში“ ვჩერდებით. კავკასიის კარიბჭე – სწორედ ამას ნიშნავს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სახელწოდება და აღწერს კიდეც ყაზბეგს და მის ადგილმდებარეობას, რომელიც მართლაც საქართველოს ჩრდილოეთის კარიბჭეა, მის გარშემო არსებული ბუნების ენითაღუწერელი სილამაზით, საუკეთესო დასვენებისთვის აუცილებელი ეკოლოგიით, სიმშვიდით და მაღალმთიანი საქართველოსთვის დამახასიათებელი ისტორიის სიდიადით. 33 ნომერი და მაქსიმალური კომფორტი, ღია და დახურული ვერანდები, ქართული და ევროპული სამზარეულო, სპა ცენტრი, სპორტ-დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, სილამაზის ცენტრი, ღვინის მაღაზია – ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რასაც სასტუმრო „პორტა კავკასია“ სთავაზობს სტუმრებს და თანაც, საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად. სასტუმროში დაბინავება 180 ლარიდან არის შესაძლებელი 1 ღამით 2 ადგილიან აპარტამენტში.

„პორტა კავკასია“ ყაზბეგის ცენტრში მდებარეობს და მისი ვერანდებიდან, ნომრებიდან, ულამაზესი პანორამული ხედები იშლება გარშემო შემორტყმულ კავკასიონის დათოვლილ ქედებსა და მყინვარებზე. მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განსაკუთრებულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ სასტუმრო ერთ სივრცეში უყრის თავს, სრულიად განსხვავებული ინტერესებისა და მოლოდინების მქონე ტურისტებისთვის სასურველ მიმართულებებს: სამთო და სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეთნო ტურიზმი... შესაბამისად ამ მხრივ იდეალური გარემო იქმნება, როგორც საოჯახო, ასევე სათავგადასავლო დასვენების მოყვარული ჯგუფებისთვის, რომ სწორედ „პორტა კავკასიაში“ იპოვოს თავის ინტერესებისთვის, სურვილებისა და მოლოდინებისთვის შესაფერისი გარემო. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სასტუმრო სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და უსაფრთხოების ზომებიც მაქსიმალურად დაცულია სტუმრებისთვის.

შთაბეჭდილებები, რომელიც სასტუმროში სტუმრობის მომენტიდან იქმნება, მართლაც მრავალფეროვანია. „პორტა კავკასია“ ეს არის დასვენებისთვის განკუთვნილი სწორედ ის გარემო, სადაც ყველა დეტალში ჩანს და იგრძნობა სტუმრის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება - დიზაინში ერთდროულად იკითხება თანამედროვე, ავანგარდული და ამავე დროს კლასიკური, უზომოდ დახვეწილი სტილი. სასტუმროს ჰოლში ინტერიერის თანამედროვე კლასიკურ დიზაინს სურეალისტური მხატვრობის ელემენტები იმდენად საინტერესო და ლამაზ ელფერს სძენს, რომ სივრცეში შესვლისთანავე უყალიბებს სტუმარს დახვეწილი გარემოს მიმართ ამაღლებულ განწყობას. რაც უფრო მეტად ეცნობი გარემოს, მით მეტად რწმუნდები, რომ არც ერთი დეტალი შემთხვევითი არ არის და განსაკუთრებული დამოკიდებულებითა და გემოვნებითაა შექმნილი. კომპლექსის მეორე სართულიდან, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის კულტურისა და ისტორიის გაცნობა, კომპლექსის კედლებზე განთავსებული 100 წლიანი ისტორიის მქონე უნიკალური და ექსკლუზიური ფოტო-ექსპონატებით იწყება, რომლებიც ყაზბეგის ისტორიაზე, მთაში მცხოვრებთა ჩვეულებებზე, ადათებზე, ცხოვრების წესსა და ტრაციციებზე გვიყვება. გავდივართ ვერანდაზე და თვალწინ 12 საუკუნოვანი ისტორია, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზეა - ზღვის დონიდან 2200 მეტრზე აღმართული, ხევის უმთავრესი სალოცავი გერგეთის სამება გვირგვინივით ადგას თავზე ყაზბეგს. ემოციები აქ არ სრულდება...

მგზავრობისგან დაღლილებს, საოცარი კეთილგანწყობით სავსე მასპინძლები სამზარეულოსკენ გვეპატიჟებიან. აქ კი კიდევ ერთი დიდი სიამოვნება, შთაბეჭდილებები და კულინარიული თავგადასავალი იწყება. ადგილობრივები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ხევში ყველაზე გემრიელი სამზარეულო და მათ შორის მაღალმთიანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - ხინკალი სწორედ „პორტა კავკასიაში“ მზადდება, რომლის დასაგემოვნებლად, სტუმრები, ხშირად გუდაურიდან, ფასანაურიდან და ყაზბეგის შემოგარენიდან სპეციალურად მიდიან. ხინკლის გარდა, შეგიძლიათ ასევე დააგემოვნოთ მწვადი, ქაბაბი, ხაბიზგინა, ფხალი, წვნიანი ქონდრიანა, და სხვა უამრავი კერძი, რომლებიც ადგილობრივი სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. პარალელურად, სასტუმროში ევროპული რესტორანი „ლიგურია“ ფუნქციონირებს, რომელიც მრავალფეროვანი ევროპული კერძებით უმასპინძლდება სტუმრებს.

ღვინის ტურიზმის მოყვარულთათვის სასტუმროში „მეღვინეობა ხარებას“ ღვინის ენოთეკაა წარმოდგენილი, სადაც თანამედროვე ღვინის შოუ-რუმებისთვის დამახასიათებელი ინტერიერი, საოცრად ორიგინალური, საქართველოს რუქის ფორმის ღვინის ნიშა, სადეგუსტაციო კუთხე და ხარებას 50-ზე მეტი სახეობის ღვინოა წარმოდგენილი. „მეღვინეობა ხარებას“ ბოთლისა და ჩამოსასხმელი ღვინოების პარალელურად მაღაზია სტუმრებს ექსტრა-პრემიუმ კლასის ბრენდის, „ლიპარტიანის“ ღვინოსა და სხვა უნიკალურ ვაზის პროდუქტებს სთავაზობს, მაგალითად ერთ-ერთი ასეთია წიპწის ზეთი, რომელიც ჯერ კიდევ ბიბლიაში „უძველესი მკურნალის“ სახელითაა მოხსენიებული და ჯანმრთელობისთვის თურმე მართლაც საოცრად სასარგებლო პროდუქტი ყოფილა, როგორც ადგილობრივმა კონსულტანტმა აგვიხსნა. ღვინის ტურის ფარგლებში მაღაზიაში მუდმივად ეწყობა დეგუსტაციები სტუმრების სურვილებისა და გემოვნების გათვალისწინებით. აქ შესაძლებელია მოისმინოთ საინტერესო ფაქტები ქართულ ღვინოსა და მის ისტორიაზე და დააგემოვნოთ ისეთი უნიკალური ღვინის სახეობები, როგორებიცაა „ოცხანური საფერე“, კრახუნა, ხიხვი, უსახელოური, ხვანჭკარა და კიდევ 50-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის ღვინო. ხოლო მათ კი, ვისაც აქტიური დასვენება უყვარს და ყაზბეგიდან სხვადასხვა სამთო ტურის განხორციელებას გეგმავს, სასტუმრო ამ მომსახურებასაც სთავაზობს. ინდივდუალური და ჯგუფური ტურების დაგეგმვაში სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა, გერგეთის სამება, დარიალის ხეობა, თრუსოს ხეობა, სნო, ჯუთა და სხვა - სასტუმროს ადმინისტრაცია დაგეხმარებათ და კომფორტული ავტომობილებით გადაადგილებასაც შემოგთავაზებთ. კობის მიმართულებით ტური კი სასტუმროს სტანდარტული პაკეტის ღირებულებაში შედის.

ყაზბეგიდან წამოსვლის დროც დადგა. სტუმრობის დასასრულს უამრავი ემოცია და შთაბეჭდილება ირევა ერთმანეთში, თითქოს ერთი ამოსუნთქვით გავიდა დრო, რაც კიდევ უფრო გიმძაფრებს ამ გარემოში დარჩენის სურვილს, ახალი აღმოჩენებისა და თავგადასავლებისთვის, რაც მართლაც უსაზღვრო და ამოუწურავია. „პორტა კავკასიას“ პერსონალი პირველი წუთიდან განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას იჩენს თითოეული სტუმრის მიმართ და გაგრძნობინებს, რომ მასპინძლობის ტრადიცია მართლაც ერთ-ერთი განსაკუთრებულია საქართველოში. ამ ყოველივეს შემდეგ გინდა განსაკუთრებულად გამოხატო შთაბეჭდილებები, ეძებ სიტყვებს, ემოციას და ძნელია ორი სიტყვით მოუყარო სათქმელს თავი.. ერთი ის გაიმედებს, რომ განვლილი დღეების ჩანაწერებში, ფოტოებში თითქმის ყველა დეტალი თავმოყრილია, რითაც გინდა ყველას უამბო და გაუზიარო შენი ემოციები, შთაბეჭდილებები და რაც მთავარია, უმთავრესი სათქმელი - აღმოაჩინე ის რაც შენია, რაც ყველაზე განსაკუთრებული და საამაყოა, ესტუმრეთ ყაზბეგს, შეაღეთ კავკასიის კარიბჭე, იგივე „Porta Caucasia“, საიდანაც იწყება დიდი თავგადასავალი ჩვენი ულამაზესი ქვეყნის, საქართველოს, გასაცნობად და აღმოსაჩენად!..

Mastercard და TKT.ge შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ერთიანდებიან

როგორ გაუყიდეს საზღვარგარეთ მცხოვრებ ვეტერან ფეხბურთელს სახლი საქართველოში თაღლითებმა

“აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ – „სოკარი“ შშმ პირთათვის სპორტული თავგადასავლების მხარდაჭერას განაგრძობს