აზერბაიჯანში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

აზერბაიჯანში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ერთ-ერთი მონაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ნავთობსადენი ხანძარს გადაურჩა.

სააგენტო "APA"-ს ინფორმაციით, ხანძარი გუშინ შამქირის რაიონში სოფელ ბაირამლიში გაჩნდა. შედეგად დაიწვა 3 ჰექტარი მიწის ფართობი.

მეხანძრეებმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ხანძრისგან დაცვა შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

"ინტერპრესნიუსი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია