ავტორი:

ქალაქი, რომელიც ბრილიანტებზე დგას - მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ბავარიაში

ქალაქი, რომელიც ბრილიანტებზე დგას - მისტიკური და საიდუმლოებით მოცული ადგილი ბავარიაში

დედამიწაზე უამრავი საინტერესო, ისტორიული და სხვადასხვა ლეგენდებთან დაკავშირებული ადგილი არსებობს, რომლებიც გაოცებას და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევენ.

ერთ-ერთი ასეთი იდუმალებით მოცული და ბევრ საინტერესო ისტორიასთან დაკავშირებული პატარა ქალაქი გერმანიაში, ბავარიაში მდებარეობს და მას ნორდლინგენი ჰქვია. საინტერესო ისაა, რომ როგორც გეოლოგები ამბობენ, ქალაქი ბრილიანტებზე დგას.

Business Insider წერს, რომ ქალაქი აგებულია ადგილას, სადაც 72 ათასი მიკრო ბრილიანტის ექვივალენტი ძვირფასი ქვის მტვერია გაბნეული, თუმცა ისინი თვალით უხილავია. გეოლოგები ყოველივეს უხსოვარ დროში ამ ადგილას ასტეროიდის ჩამოვარდნას უკავშირებენ.

მიაჩნიათ, რომ ბავარიის ამ ნაწილში 15 მილიონი წლის წინ ასტეროიდი ჩამოვარდა, რომლის კრატერშიც ადამიანებმა ეს ქალაქი ააგეს.

აღსანიშნავია, რომ ქალაქში არის ასტეროიდის ჩამოვარდნის შედეგად გაჩენილი კლდოვანი წარმონაქმნი, რომელიც შუშისგან, ბრილიანტებისგან, ბროლისგან და სხვა ძვირფასი ქვებისგან შედგება. ამბობენ, რომ ქალაქის უძველესი კედლები სამყაროს შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს, რომელიც ჯერაც ამოუხსნელია.

ნორდლინგენში 20 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. ის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მის შესახებ პირველი ჩანაწერები 898 წლიდან არსებობს.

ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღორსება წმინდა გიორგის ეკლესიაა, რომელიც მის ცენტრშია განთავსებული. ცენტრში, ტაძართან ახლოს ასევე აგებულია კოშკი, რომელიც 90 მეტრის სიმაღლისაა და მის სათავეში რომ მოექცეთ, 350 საფეხურიანი კიბე უნდა გაიაროთ. კოშკიდან მთელი ქალაქი ხელის გულივით ჩანს და იდეალური ხედი იშლება.

გმირმა დედამ 6 შვილი ხანძრიდან მარტომ გამოიყვანა - "კიბე ცეცხლში იყო გახვეული, იქ ჩემი შვილები იყვნენ. მეწვოდა სხეული, მაგრამ უნდა ავსულიყავი"

"კატა არ ვარ" - ონლაინ სასამართლო სხდომას ტეხასელი ადვოკატი კატის ფილტრით ჩაერთო: ახალი ინტერნეტჰიტი

ჩინეთის იმპერატორს 121 ცოლი ჰყავდა, როგორ დაეხმარნენ მათემატიკოსები მას ღამე როდის რომელ ცოლთან გაეტარებინა?