ავტორი:

უპრეცედენტო აქცია "მაკულიტერატურის" მომხმარებლებისათვის დაიწყო

უპრეცედენტო აქცია "მაკულიტერატურის" მომხმარებლებისათვის დაიწყო

პროექტ "მაკულიტერატურის" ახალი ეკოაქცია, რომლის ფარგლებშიც, 1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს, დაიწყო. უპრეცედენტო შეთავაზება 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

აქციაში მონაწილეობა ყველას შეუძლია. ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი "ნერგიბარათი", რომლითაც "მაკულიტერატურის" მომხმარებლები სარგებლობენ. მაკულატურის წიგნებში გადაცვლა ადგილზევე, სპეციალურად გაცემული კუპონების საშუალებით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ორგანიზატორები ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ამიტომ, საჭიროაწინასწარი რეგისტრაცია ონლაინრიგში:

სარეგისტრაციო ბმული:http://www.makuliteratura.ge/index.php/gacvalemakulaturatsignebshi

წიგნების სია:http://www.makuliteratura.ge/images/doc/1kg_1larinew.pdf

აქცია ათდღიანია, 3 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით. სამუშაო საათები 10:00 -დან 18:00 საათამდე. მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია წერეთლის 116-ში, სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზოში, ჯიხური N10.

„მაკულიტერატურა“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც 2012 წლიდან ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე, თავის მკითხველს კი ასევე გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ განახლებულ ბიბლიოთეკასა და საუკეთესო გამოცემებს სთავაზობს.

ჩვენში ჩასახულ სიყვარულს, თანაგრძნობას, სიკეთეს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია... მთელი სამყაროს შეცვლა... ოღონდ გვიყვარდეს, გვჯეროდეს...

ტოპ 5 საზაფხულო საკითხავი, რომლითაც მოტივაციას აიმაღლებთ

რა არის "ფენიქსი" - პირველი ქართული ინტერაქციული წიგნი