ავტორი:

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა და 4 გამოჯანმრთელებული - უახლესი მონაცემები stopcov.ge-დან

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 946 გახდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 825 გახდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან, სამივე შემოტანილია.

“ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. თუ პირველი კვირის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, ამ შემთხვევაში მდგომარეობა დარჩება უცვლელი და დაიწყება გამოჯანმრთელება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კარანტინის რეჟიმშია 3310 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 203 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია

"დილით ადრე წამოსულა, მდინარით უნდა გადმოსულიყო, არც ცოცხალი ჩანს, არც მკვდარი", - გალში 60 წლის ქალს ეძებენ

როგორი იქნება ზღვის სანაპირო ზოლი და დასვენება პანდემიის პირობებში - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები