ავტორი:

"დაგჭრი და მესამე სროკზე წავალ!" - სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მას და მის მეუღლეს ბერი ნიკოლოზის მრევლი დანით დაესხა თავს

"დაგჭრი და მესამე სროკზე წავალ!" - სამოქალაქო აქტივისტი წერს, რომ მას და მის მეუღლეს ბერი ნიკოლოზის მრევლი დანით დაესხა თავს

სამოქალაქო აქტივისტი, "სირცხვილიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მარიამ დოლიძე მასსა და მის მეუღლეზე მომხდარი თავდასხმის შესახებ წერს, რომელიც ფონიჭალაში, მათივე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა.

დოლიძის თქმით, გუშინ საღამოს, სახლში დაბრუნებულებს სავარაუდოდ, ბერი ნიკოლოზის მრევლის წევრი დაესხა თავს.

"დღეს, სადღაც 17:15-ზე, სახლში დაბრუნებულებს, ნარიმანის მრევლიდან ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი დანით დაგვესხა თავს. კობას უფრო კონკრეტულად.

დაახლოებით 2 თვეა შიდა ეზოში არ გაგვიჩერებია მანქანა, ადგილი არაა არასოდეს მათ გამო. დღეს იყო და შევედით. მანქანიდანვე დავინახე რომ მოგვშტერებოდა, გადასვლისასაც მიყურებდა და პარკები რომ ავიღე, მაშინაც. ოდნავ მოშორებით დავდექი და დაველოდე კობას, რომელსაც საბარგულიდან დედაჩემის ნაჩუქარი ქოთნის ყვავილი უნდა გადმოეტანა.

გავხედე ისევ ამ ბიჭს და ვხედავ როგორ მოწყდა ადგილს და დაიძრა ჩვენი მიმართულებით. ნუ, ჯერ, მეთქი, მიდის კაცი თავის გზაზე. არა, ჩემსკენ მოდის. ალბათ, გვიცნო, ერთ-ორ სიტყვას მოგვალანძღავს და წავა-მეთქი... ისევ, არა! მე გვერდი ამიარა და კობას მივარდა. ხელის მოძრაობაზე მივხვდი რომ რაღაც ეჭირა და ეგრევე დანა ვიფიქრე, რატომღაც.

"შენ მამაოზე რაები დაწერე, ბიჭო!", "დაგჭრი და მესამე სროკზე წავალ!", "აგჩეხავ, შე ნაციონალო!'' - სულ სადღაც 2 წუთი გაგრძელდა ეს ყველაფერი. ამ დროის განმავლობაში, კობამ რამდენი ნაბიჯი გადადგა მისკენ, რა დავწერეო, იმდენი უკან იხევდა ეს ბიჭი. გაჩერდებოდა კობა, ჩერდებოდა თითონაც. ბოლოს დავუყვირე, პოლიციაში ვრეკავ-მეთქი და გაიქცა კიდეც.

დიდ ღვთის სიყვარულში გადავარდნილი მრევლიდან ერთი, ერთი ადამიანი არ განძრეულა ჩვენს დასაცავად! არ ვიცი ნამდვილად მრევლის წევრი იყო ეს ბიჭი თუ არა, მაგრამ ჩვენი დაშინება რომ უნდოდა, ფაქტია.

პ.ს. შოკმა რომ გადამიარა, მეცინებოდა, კობა დანიან ტიპს ლეონის მატილდასავით ზურგჩანთით და ქოთნის ყვავილით რომ დახვდა საბარგულთან" - წერს მარიამ კოსტავა.

ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის სახლთან, რომელიც ფონიჭალაში ერთ-ერთ კორპუსში მდებარეობს, ყოველდღიურად იკრიბებიან მისი მრევლის წევრები. საპატრიარქოს განცხადებით, ნიკოლოზ მაქარაშვილს, უკვე 20 წელია, მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს.

მცხეთაში ჩხუბის და შაქარაშვილის გაუჩინარების შემდეგ, წვეულება თემქაზე გაგრძელდა - რა ფოტოებს ავრცელებს ვახო სანაია ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის აპარატიდან

"დაბადების დღე ოჯახურად აღვნიშნე, დღის მიწურულს საევაკუაციო სირენის ხმა მოგვესმა..." - ოთო კახიძე იუბილეზე მომხდარ ხანძარზე

"19 წლის შვილები ისე სცემა, დაალურჯა, წყლის დაგვიანებით მიწვდის გამო" - რას წერს მარიამ კუკუნაშვილი მოძალადე ბიძაშვილზე, რომელიც საკრებულოს წევრია