ავტორი:

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს

პოლიციამ დააკავა სამი პირი, რომლებმაც ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა სასიკვდილოდ სცემეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

საქმე ეხება ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავას მკვლელობას, რომელიც რამდენიმე პირმა ხელკეტებით სასიკვდილოდ სცემა. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს-ში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, 1976 წელს დაბადებულ ვაჟა ტყებუჩავას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, ბასრი საგნისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ტყებუჩავა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.

საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

"შალიკაშვილს ეპილეფსია ჰქონია და წამლები შეუტანეს... ამბობს, რომ გურამ ახალაიასთან პრეტენზია არ ჰქონია" - ადვოკატი

შევარდნაძის დაცვის ექსუფროსი და "ქართუ ჯგუფის” ექსვიცე-პრეზიდენტი პროკურატურაში ვუდროფის საქმეზე დაიბარეს - ამერიკელი ჯაშუშის დღემდე ბურუსით მოცული მკვლელობა

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს