ავტორი:

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე

"გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო" - მირიან ნიკოლაძე ცხედრის დაზიანებებზე მედიაში გავრცელებულ კადრებზე

19 წლის გადაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა ცხედრის ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მირიან ნიკოლაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობა არ აღენიშნებოდა და ის დაზიანებები, რაც ამჟამად ექსპერტიზის მიერ არის აღწერილი, რაიმეს მტკიცების საფუძველს არ იძლევა.

"დღეს რა სიუჟეტიც გავიდა ტელევიზიებით, იყო სრული სიცრუე. საიდან მოაქვთ, ან საიდან იგონებენ?! როგორც ვასკვნი, ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს ეს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო. ყოველდღე უყურებს ეს გოგო მისი შვილის შესახებ გადაცემებს და გული უსკდება. ნამუსი არ აქვთ მაგათ, არც შვილი აინტერესებთ და არც დედა. ორი სასწრაფო უდგას დღეში დედამისს სახლთან.

საიდან მოიტანეს, რომ მოტეხილობები ჰქონდა?! არანაირი მოტეხილობა არ ჰქონდა გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქოდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო ამჟამინდელი მოცემულობით. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფრმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე. მას ჰქონდა როგორც გარეგანი ისე შინაგანი ორგანოების დაზიანება, მაგრამ მთავარია როდის და რისგან მიადგა ეს დაზიანებები. შეიძლება წყალში ჩავარდნის მერე მიადგა, შეიძლება მანამდე და მერე გადააგდეს წყალში. სწორედ ამ კითხვას უნდა გასცეს პასუხი ექსპერტიზამ და ამას ლაბორტაორიული კვლევები და დრო სჭირდება", - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ცნობისთვის, დღეს მთავარმა არხმა და ტვ პირველმა გაავრცელა კადრები, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილს სხეულზე ჰქონდა 10-მდე დაზიანება. მათ შორის საუბარია კიდურის მოტეხილობაზეც.

გარდაცვლილის კადრებში თითქმის მთლიანად ჩანდა ცხედარი და მასზე დაზიანებები.

"ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა" - მეგობრები 26 წლის ბიჭის სიცოცხლისთვის იბრძვიან

ინფლუენსერები და ინფლუენსერ მარკეტინგი - infleuncer.ge

1 ბავშვი 5 კვ.მ-ზე - რა წესების დაცვა მოუწევთ მშობლებსა და პედაგოგებს ბაგა-ბაღებში