ავტორი:

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)

ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ (ფოტო)

მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია ბიჭის მშობლები გახდნენ. სასიხარული ამბავი და სამშობიაროში გადაღებული ფოტოები ბეროშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი მილოცვაც მიიღო.

წყვილმა ახალშობილს ჯერი დაარქვა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ.

ჯერი ილო ბეროშვილისა და ანი ბებიას პირველი საერთო შვილია. წყვილის სიყვარულის ამბავი 2 წლის წინ დაიწყო. მათ ერთმანეთი ერთ-ერთი რადიოგადაცემის ჩაწერისას გაიცნეს. თავიდან რომანტიკულ ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. ანი და ილო ჯერჯერობით ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან.

ისინი წარსულში სხვა ადამიანებზე იყვნენ დაქორწინებულები, თუმცა მათი წინა ქორწინებები დასრულდა.

ილო ბეროშვილს ორი ქალიშვილი ჰყავს ტელეწამყვან ნელი აგირბასთან. ბავშვებთან კარგი ურთიერთობა აქვს ანი ბებიას და მათ ფოტოებსაც ხშირად ათავსებს "ინსტაგრამზე".

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება