ავტორი:

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის

მარსიდან შორტებამდე - რა ღირს წითელი შორტები, რომელსაც ილონ მასკი ყიდის

კომპანია TESLA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი მსოფლიოში ალბათ ყველაზე ექსცენტრიკული ადამიანია, რომელსაც უცნაური იდეების განხორციელება მოსწონს და ხშირ შემთხვევაში, მისი იდეები წარმატების მომტანი ხდება.

მისგან საზოგადოება ყოველთვის ახალ გამოგონებას, რევოლუციურ იდეას ელის. მასკისგან ამჯერადაც გვაქვს სიახლე, თუმცა ის არც ჩიპებს უკავშირდება, არც კოსმოსურ ხომალდებს და არც ელექტრო მანქანებს - გამომგონებელი შორტების გაყიდვას იწყებს.

ამის შესახებ ილონმა "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე თავად დაწერა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Limited edition short shorts now available at <a href="https://t.co/5EmNcTBvJv">https://t.co/5EmNcTBvJv</a></p>&mdash; Elon Musk (@elonmusk) <a href="https://twitter.com/elonmusk/status/1279867930289647617?ref_src=twsrc%5Etfw">July 5, 2020</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გამომგონებელი შორტებს ზაფხულში საფონდო ბირჟაზე მიღწეული წარმატების აღსანიშნად ყიდის. ივლისის დასაწყისში Tesla-ს აქციების ფასმა 4 პროცენტით მოიმატა და 1 120 დოლარი შეადინა, რაც რეკორდული თანხაა. ამ მონაცემებით მასკის კომპანიამ გაუსწრო "ტოიოტას", "დისნეის", "კოკა-კოლასა" და სხვებს.

მასკის შორტები აბრეშუმის ქსოვილისგანაა დამზადებული და მათ აქვთ წარწერა S3XY. მათი ყიდვა Tesla-ს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი და შეზღუდული რაოდენობითაა. მასკის შორტი 69 დოლარი და 420 ცენტი ღირს.

"იზეიმეთ ზაფხული Tesla-ს შორტებში, იმოძრავეთ, როგორც ქარმა ჩვენს აბრეშუმის წითელ და ოქროსფერით გაფორმებულ სამოსში. ისიამოვნეთ განსაკუთრებული კომფორტით", - წერია შორტების ოფიციალურ აღწერაში.