ავტორი:

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა - "ლეა მამასთან ნებივრობს"

მაკა ასათიანის შვილიშვილის პირველი ფოტოები გავრცელდა -  "ლეა მამასთან ნებივრობს"

14 თებერვალს, ვალენტინობას მაკა ასათიანის უფროს ვაჟს კახი ჟორდანიას და ნანიკო კლდიაშვილს გოგონა შეეძინათ. ლეა ჟორდანია შვეიცარიაში დაიბადა და ჩვენი ინფორმაციით, კარანტინის პერიოდი საქართველოში, ნანიკოს მშობლების სახლში გაატარა.

წყვილი ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ჟორდანია-კლდიაშვილის წყვილს აქამდე არც ბავშვის ფოტოები გამოუქვეყნებიათ.

თუმცა, როგორც ჩანს, ახალბედა დედამ გადაწყვიტა გამონაკლისი დაეშვა და ლეას ფოტოები, რომელიც მამის კალთაში ნებივრობს, "ინსტაგრამ" სთორიში გამოაქვეყნა.

ლეა ჟორდანია და მაკა ასათიანის დისშვილი მარიანა აჩბა

კახი ჟორდანიამ და ნანიკო კლდიაშვილმა სამი წლის წინ იქორწინეს და ჯვარი თბილისში, ქაშუეთის ტაძარში დაიწერეს. წყვილი შვეიცარიაში ცხოვრობს. კახი ბიზნესმენია და ერთი წლის წინ ჰოლანდიის საფეხბურთო კლუბ "დენ ბოსხის" მფლობელი გახდა. ნანიკო კი შვეიცარიაში სწავლობს.

მაკა ასათიანი "ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოჩნდა - როგორ გამოიყურებოდა დიზაინერი შეუდარებელი "ლუქით"

ვინ არიან ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსები და ვინ იცვამს შეუსაბამოდ - პიარის სპეციალისტი იმიჯზე აგორებულ სკანდალებსა და საპარლამენტო "დრეს კოდზე"

მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი, თოვლი... - ხვალიდან ამინდი უარესდება