ავტორი:

ვის მოუწევს საქართველოში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით

ვის მოუწევს საქართველოში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა საკუთარი ხარჯებით

ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვრები, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი, ანუ ჩაკეტილი საზღვრები. იმ ქვეყნების მოქალაქეებს კი, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს "მწვანე ზონაში" ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწევთ შემდეგ ქვეყნებში: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია.

"ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი ჩვენი მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში და აქ არ ვგულისხმობთ იმ 5 ქვეყანას (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი), რომელიც ჩამოგითვალეთ, ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ.

5 ქვეყნის გარდა ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათ შორის, ამ ქვეყანაში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით საქმიანი ვიზიტებს, ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება.

როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბიზნეს ვიზიტორებს სპეციალური ფორმის შევსება მოუწევთ.

"წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, ვალდებულება ეკისრებათ ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ესეც საკუთარი სახსრებით.

აღნიშნული არ ეხება ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფოს მოქალაქეებს, რომლებთანაც საქართველო საზღვარს უპირობოდ ხსნის. ფორმები, რომლის შევსებაც ბიზნეს ვიზიტორებს მოუწევთ, მთავრობის ვებგვერდზე STOPCOV.GE-ზე იქნება ხელმისაწვდომი" - აღნიშნა ჩიქოვანმა.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ჯერჯერობით არ აღდგება

ამ ეტაპზე კერძო და საჯარო ბაღები არ გაიხსნება

რატომ არ მოიხსნა ღამით გადაადგილების შეზღუდვა - მაია ცქიტიშვილი გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს