ავტორი:

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

4 შოკისმომგვრელი ამბავი დონალდ ტრამპზე, რომელიც პრეზიდენტის ძმისშვილმა საკუთარ მემუარებში გაამჟღავნა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ძმის შვილს, მერი ტრამპს შორის წლებია დაძაბული ურთიერთობაა, თუმცა კონფლიქტი მას შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა, რაც მერიმ ბიძამისის შესახებ წიგნის გამოცემა დააანონსა. მიუხედავად ტრამპის მცდელობისა, რომ მერისთვის ხელი შეეშალა წიგნის გამოცემაში, ის მაინც გამოვიდა. სასამართლომ მერის წიგნის გამოცემის ნება დართო. ის "ამაზონზეა" ხელმისაწვდომი.

მერი ტრამპი აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე მოგვითხრობს. "ზედმეტად ბევრი და არასოდეს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც როგორც დასავლურ მედიაში წერენ, ტრამპის შესახებ შოკისმომგვრელ ამბებს გვიყვება. მათ შორის რამდენიმე ამბავს "გარდიანი" აქვეყნებს:

  • ტრამპმა ფული გადაიხადა იმისთვის, რომ გამოცდები მის ნაცვლად სხვას ჩაებარებინა

ტრამპი ამაყობს იმით, რომ Wharton Business School-ში სწავლობდა. ეს პენსილვანიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია, მაგრამ თუ დონალდის ძმის შვილს დავუჯერებთ, უნივერსიტეტში "ტყუილის შედეგად ჩაირიცხა".

"დონალდი შიშობდა, რომ ვერ შეძლებდა უნივერსიტეტში მოხვედრას, ამიტომაც კარგი რეპუტაციის მქონე ჭკვიან ბავშვს, ჯო შაპიროს ფულის სანაცვლოდ ჩააბარებინა SAT-ის ტესტი“, - წერს მერი ტრამპი. ის ასევე აღნიშნავს, რომ ამის გაკეთება - სხვა ადამიანის შეშვება გამოცდაზე, ადრე გაცილებით მარტივი იყო, რადგანაც მაშინ კომპიუტერული ტექნოლოგიები ასე განვითარებული არ იყო.

ახალგაზრდა დონალდ ტრამპი
  • ტრამპის დამოკიდებულება ქალებთან და კომენტარი ძმის შვილის მკერდზე

მერი ტრამპი წერს იმაზე, თუ როგორ ხედავს ტრამპი ქალებს და როგორი დამოკიდებულება აქვს მათთან. როგორც მერი აღნიშნავს, დონალდი ცდილობს, ყველა ქალი, რომელიც მოეწონება, პაემანზე დაითანხმოს და თუ უარს მიიღებს, კონკრეტული ქალის მიმართ საშინლად უხეში ხდება. მერი ტრამპი ასევე 1990 წელს ფლორიდაში მომხდარ შემთხვევას იხსენებს. მერი ყვება, რომ დონალდმა ის საცურაო კოსტიუმში დაინახა და უთხრა: "ჯანდაბა მერი, რამხელა მკერდი გაქვს“

"სახე გამიწითლდა, შემრცხვა და პირსახოცი მოვიხვიე“, - წერს მერი ტრამპი.

  • დონალდმა მელანიას უთხრა, რომ მერი ტრამპი ნარკოტიკებს იღებს

მერი იხსენებს, რომ 1998 წელს მამის დღეს დონალდი "ტრამპ თაუერში“ აღნიშნავდა, პრეზიდენტი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, წვეულებაზე ახალ გერლფრენდთან, მელანიასთან ერთად მივიდა. დონალდმა წვეულების დროს მელანიას უთხრა, რომ ის თავის დის შვილს, მერის მალავდა, რადგანაც კოლეჯში სწავლას თავი დაანება და შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.

მერი ტრამპი უარყოფს ნარკოტიკებთან კავშირს და აღნიშნავს, რომ ახლა ხვდება რატომ მოიქცა დონალდი ასე. მერი თვლის, რომ ბიძამისს მოსწონს გარშემო მყოფებზე ცუდი რაღაცების თქმა, რადგანაც ასე ჭაობში ითრევს და ცხოვრებას ურთულებს დანარჩენებს, ამავდროულად, საკუთარ უპირატესობას აჩვენებს.

  • ტრამპი გაიზარდა და ჩამოყალიბდა ძალადობრივ გარემოში

წიგნის ავტორი საუბრობს ოჯახში ძალადობის თემაზე, განსაკუთრებით კი განავრცობს ემოციური ძალადობის საკითხს. აღნიშნავს, რომ სწორედ ემოციური ძალადობა იყო ტრამპების ოჯახში, სადაც დონალდი გაიზარდა. მერი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მამა, დონალდის დედაზე ემოციურად ძალადობდა. მისი მტკიცებით, ტრამპის მამა სოციოპათი იყო, რომელიც შვილებზეც ემოციურად ძალადობდა. მერი სწორედ ამას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ 1981 წელს დონალდის ძმა ფრედი, ალკოჰოლიზმით გარდაიცვალა. მერი სწორედ ფრედ ტრამპის შვილია. აღსანიშნავია, რომ მერი ტრამპების ოჯახს "ფსიქოპათების ტოქსიკურ ოჯახად" მოიხსენიებს.

მერი და დონალდ ტრამპებს შორის უთანხმოება წლების წინ დაიწყო და კონფლიქტის დეტალები თავდაპირველად New York Daily News-მა გამოაქვეყნა. მერისა და მის ძმას დონალდთან ქონებასთან დაკავშირებული პრეტენზიები აქვთ. და-ძმა ამბობს, რომ მათ არ მიუღიათ კუთვნილი ქონება, რომელიც დონალდის ძმას მამისგან ეკუთვნოდა. დონალდის მამა 1999 წელს გარდაიცვალა და მისი ქონება გაინაწილეს მისმა ცოცხალმა შვილებმა, ხოლო გარდაცვლილი შვილის შთამომავლებს არაფერი ერგოთ.

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო

“სად დავარღვიე ადამიანის უფლებები?! პირიქით... ნობელის პრემია უნდა მომცენ" - რას პასუხობს რამზან კადიროვი აშშ-ს?