ავტორი:

"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ

"შეიძლება, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო" - რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა ექოსკოპიის შესახებ

ექიმისგან ორსული ქალისთვის ნათქვამი ყველა სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რომ ექიმების რეკომენდაციები უნდა გავითვალისწინოთ, უდავოა. თუმცა, არის ხოლმე შემთხვევები, როცა მათაც ეშლებათ და ეს შეცდომა სიცოცხლეს იწირავს. ალბათ, გსმენიათ, ორსულს ექიმი რომ ეუბნება, ამა თუ იმ პათოლოგიის გამო, ნაყოფი უნდა მოიშოროო.

დედისთვის ეს გადაწყვტილება ძალიან რთულად მისაღებია და ხანდახან ისეთი გაბედული დედები გამოჩნდებიან ხოლმე, რომლებიც ინტუიციას, შინაგან ხმას უჯერებენ და ბავშვს სიცოცხლის შანსს აძლევენ. ასევე ხშრად ყოფილა შემთხვევა, როცა ასეთი „გადარჩენილი“ პატარა სრულიად ჯანმრთელი დაბადებულა და წლების შემდეგაც ჯან-ღონით სავსეს გაუგრძელებია ცხოვრება. ასეთი მაგალითების შესახებ დედები სოციალურ ქსელში ხშირად წერენ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს:

  • "ჩემს ახლობელს მეცხრე თვეში უთხრა ექოსკოპისტმა, უჩვეულოდ დიდი თავი აქვს და ბავშვის დაჭრა მოგვიწევსო. ნეტავ განახათ, რა ბიჭია, თავიც ნორმალური აღმოაჩნდა და სრულიად ჯანმრთელი დაიბადა"
  • "მითხრეს, ბავშვი განუვითარებელი ან ავადმყოფი იქნებაო... ექიმთან აბორტზე მისულმა გადავიფიქრე და გავაჩინე ჯანმრთელი გოგო"
  • "8 თვის ორსულს მეუბნება ერთი ცნობილი ექოსკოპისტი, რომ ბავშვის გაჩენას არ მირჩევდა, რადგან 100!%-დან ან 5% იყო გადარჩენის შანსი. ჩამომითვალა შედეგები, მანკი, ლილიპუტი და ა. შ. რა თქმა უნდა, გაჩნდა ჯანსაღი და საღსალამათი ბავშვი. უნაკლო..."
  • "ჩემს ძმისშვილზე ეუბნებოდნენ, ცხვირი არა აქვსო და მოიშორეო, არ დავუჯერეთ და გაჩნდა მზეჭაბუკი"
  • "5 თვის ორსული ვიყავი რომ მითხრეს, ბავშვი ავადმყოფი და მახინჯი დაიბადებოდა. ყველა აბორტის გაკეთებას მირჩევდა. იმასაც ამბობდნენ, რომ მშობიარობას გადავყვებოდი. მე ვიბრძოლე ჩემი შვილისთვის, 7 თვის და 2 კვირის თავზე მეყოლა გოგონა, ბავშვი ჯანმრთელია"

ალბათ ძალიან საინტერესოა, მსგავს სიტუაციებში რა უნდა გააკეთოს ორსულმა, რა უფრო მართებულია? რამდენ ხანში უნდა გადაამოწმოს დიაგნოზი და.ა.შ - ამ თემებზე სასაუბროდ mshoblebi.ge რადიოლოგების ტოპ-ხუთეულის ერთ-ერთ მოწინავე წევრს - გენრიეტა გაგოშიძეს დაუკავშირდა.

- ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა არა მარტო როგორც ექიმისთვის, არამედ როგორც ადამიანისთვის. მხვდება უამრავი ბავშვი, სრულიად ჯანმრთელი, საღსალამათი, რომელზეც მეუბნებიან, რომ თქვენ გადაარჩინეთო. მე ამით სიამოვნებას კი არ ვიღებ, ვწუხვარ იმ ფაქტის გამო, რომ შესაძლებელი იყო, ეს ულამაზესი ბავშვი ექიმის შეცდომით არ დაბადებულიყო. სადაც კი მიმიწვდება ხმა, ყველგან ვსაუბრობ ჩემს კოლეგებთან მიმართებაში, ვიყოთ ძალიან ფრთხილნი, ყურადღებიანნი, გადავლახოთ ჩვენი ამბიციები და გადავამოწმოთ დიაგნოზი სხვა სპეციალისტთან. ამასთან ერთად, გადავლახოთ ჩვენი უვიცობა ან გარკვეული საკითხების არცოდნა.

არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, ეს იქნება დამწყები, თუ დიდი ხნის სპეციალისტი, მაგრამ ერთად, გუნდურად უნდა ვიმუშაოთ და ვიბრძოლოთ თითოეული სიცოცხლისთვის. ამაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. მოვუწოდებ ყველას, ახალგაზრდებს, უფროს თაობას, გადაამოწმეთ, ეს თქვენ ჩინ-მედლებს არ ჩამოგაკლებთ. ჩემს ასეთ ემოციურ საუბარს იწვევს ის, რომ თითქმის ყოველკვირეულად, თუ ყოველდღიურად არა, მხვდება ისეთი შემთხვევები, რასაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ. ნუ შეგრცხვებათ, გადავამოწმოთ ერთმანეთთან მაღალპროფესიონალებმაც და ახალბედებმაც, ეს არ არის სირცხვილი! ეს თქვენთვისაც, ჩვენთვისაც კარგია და საერთოდ, ყველასთვის.

სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც. წაკითხვა, მოსმენა, სწავლა ჩვენს პროფესიას ძალიან სჭირდება. მიდგომები ძალიან მოკლე დროში იცვლება, რაც წინათ ფატალური იყო და ორსულობის შეწყვეტით სრულდებოდა, ახლა ასე არ არის. მე მქონდა შემთხვევები, როცა მხოლოდ ტუჩის ნაპრალის გამო, ე.წ. კურდღლის ტუჩის გამო, ადამიანი იწყვეტდა ორსულობას, ახლა ეს და მსგავსად მარტივი პათოლოგიები საქართველოში პრობლემა არ არის წაიკითხეთ ვრცლად

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევაა - როგორია ბოლო დღე-ღამის სტატისტიკა