ავტორი:

როგორი გარემო ელოდებათ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში

როგორი გარემო ელოდებათ სტუდენტებს KIU-ს კამპუსში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მდებარეობს. უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულდა და KIU წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მათემატიკის, მენეჯმენტის და კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო პროგრამებზე. უნივერსიტეტში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

KIU-ს კამპუსში სტუდენტებს დახვდებათ თანამედროვე სტანდარტების სრულად მოწყობილი სტუდენტური საცხოვრებლები, სტუდიოს ტიპის ინდივიდუალური და ორადგილიანი ოთახები ავტონომიური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სველი წერტილებით, საძინებლით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი და სამეცადინო კუთხით. ოთახები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, ავეჯით, ყველა საჭირო ინვენტარითა და ინტერნეტის უწყვეტი კავშირით.

153 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე გაშენებული KIU-ს ქალაქი მოიცავს: ულტრათანამედროვე აკადემიურ კორპუსებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ასევე საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. საუნივერსიტეტო ქალაქის განვითარება და მშენებლობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

უნივერსიტეტის პარტნიორია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM International GmbH-თან და TUM-თან). KIU-ს საოპერაციო მოდელი და პროგრამები შემუშავებულია TUM და TUM International GmbH-თან პარტნიორობით.

იხილეთ KIU-ს კამპუსის ტური:

"ვეხმაურებით "ტვ პირველზე" გასულ ცრუ ინფორმაციას" - შაქარაშვილის საქმის მოწმის, ვახო ახვლედიანის ოჯახი და ადვოკატი განცხადებას ავრცელებენ

გარდაიცვალა "ხუტა უფროსი" - ქართული კინო და თეატრი გოვენ ჭეიშვილს ემშვიდობება

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური აქციის განახლებული პირობები აგვისტოს ბოლომდე ძალაში დარჩება