ავტორი:

როგორ გამოიყურებიან ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ახლა

როგორ გამოიყურებიან ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები ახლა

ჰოლივუდის ვარსკვლავები, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ამჯობინებენ, რომ თავიანთი შვილები საჯაროდ გამოჩენისგან, ჟურნალისტებისა და პაპარაცებისგან მაქსიმალურად დაიცვან. ბაშვებს არ აქვთ სოციალურ ქსელებში პირადი ანგარიშები და მათ იშვიათად ხედავს საზოგადოება საჯაროდ.

ადამიანების ინტერესი კი მათ მიმართ ძალიან დიდია. ბრანჯელინას 6 შვილი ჰყავს - 3 ბიოლოგიური, ხოლო 3 ნაშვილები. განსაკუთრებულ ინეტერესს ბიოლოგიური ბავშვები იწვევენ, აინტერესებთ, ჰგვანან თუ არა შვილები ულამაზეს მშობლებს. აღსანიშნავია, რომ ბრედისა ანჯელინას ოჯახის დანგრევას სწორედ ბრედის ბავშვებთან ურთიერთობას უკავშირებენ. როგორც ცნობილია, ბრედს არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ნაშვილებ ბავშვებთან, განსაკუთრებით კი მედოქსთან. თავად ანჯელინა ამბობს, რომ ბრედს ოჯახის კეთილდღეობის გამო დაშორდა.

ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ანჯელინასა და ბრედის შვილები ახლა:

  • მედოქსი

ანჯელინამ მედოქსი კამბოჯას ბავშვთა თავშესაფრიდან წამოიყვანა 2002 წელს, როდესაც ბავშვი 7 თვის იყო. მედოქსი ახლა 18 წლისაა და სამხრეთ კორეაში, სეულში Yonsei-ს უნივერსიტეტში სწავლობს

  • პაქსი

ის ანჯელინამ 2007 წელს იშვილა. პექსი მაშინ სამი წლის იყო და ვიეტნამის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მომდევნო წელს ბავშვი ოფიციალურად ბრედმაც იშვილა. ახლა პექსი 16 წლისაა, გატაცებულია ფოტოგრაფიით, ასევე დედასთან ერთად Maleficent-შიც გამოჩნდა და სამსახიობო კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა.

ზაჰარა

ზაჰარა ანჯელინამ 2005 წელს ეთიოპიის თავშესაფრიდან იშვილა. მაშინ გოგონა 6 თვის იყო. მომდევნო წელს ბრედიც ოფიციალურად გაფორმდა ბავშვის მამად. ზაჰარა ახლა 15 წლისაა. მან რამდენიმე ფილმში ეპიზოდური როლი შეასრულა. გოგონა სუპერმოდელობაზე ოცნებობს.

  • შაილო

შაილო ბრედის და ანჯელინას პირველი ბიოლოგიური შვილია. ის ნამიბიაში დაიბადა. შაილო გოგონაა, თუმცა სურს, რომ ბიჭი იყოს და მშობლები ბავშვის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ.

  • ნოქსი და ვივიენი

2008 წელს ენჯიმ ტყუპი გააჩინა, ნოქსი და ვივიენი. ბავშვები საფრანგეთში, ნიცაში დაიბადნენ. ისინი რამდენიმე ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებენ და ჯერჯერობით პოპულარული მშობლების კვალს მიჰყვებიან.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წყვილის ვაჟი ქორწინდება - ვინ არის ბექჰემების მილიონერი სარძლო (ფოტოები)

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

10 რჩეული ქართული სიმღერის განსხვავებული ვერსია გოჩა აბულაძისგან - მსოფლიო დონის ოპერის ვარსკვლავმა ახალი ალბომი გამოსცა