ავტორი:

"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია

"დედაჩემმა ჩემი სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, მომივარდება და ტყვიას დამახლისო" - დეპუტატი, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ, გაქცეულია

რამდენიმე საათის წინ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ ბიძაშვილზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

მარიამის პოსტში ვკითხულობთ, რომ მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც თელავის საკრებულოს მოქმედი წევრია, ოჯახის წევრებზე, ცოლსა და ორ ქალიშვილზე მუდმივად ძალადობდა და ამჯერად ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

გრემელაშვილთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით მამაკაცი გაქცეულია და პოლიციას ემალება. აღნიშნული AMBEBI.GE-ს მარიამ კუკუნაშვილმაც დაუდასტურა. მისი თქმით, ოჯახის ყველა წევრმა მისცა ჩვენება და ისინი ამჯერად ექსპერტიზაზე გურჯაანში არიან გადაყვანილები.

- მარიამ, ჩვენი ინფორმაციით მიხეილ გრემელაშვილი გაქცეულია...

- დიახ, ასეა, გაქცეულია. ბავშვები ახლა თელავიდან გურჯაანში გადაიყვანეს ექსპერტიზაზე და ცოლმაც და შვილებმაც ჩვენება მისცეს. ორი შვილი არასრულწლოვანია, ერთი, გოგონა - 19 წლის. ორი გოგონა და ერთი ბიჭი ჰყავს.

- მარიამ, ეს მამაკაცი საკრებულოს წევრია "ქართული ოცნების" კვოტით?

- დიახ, საკრებულოს წევრია ახლაც.

- თქვენ თუ ესაუბრებოდით, რომ მისი მხრიდან ოჯახის წევრებზე ძალადობას რა შეიძლება მოყოლოდა?

- მე მასთან დიდი ხანია არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მის ცოლ-შვილთან და დედასთან მქონდა მხოლოდ ურთიერთობა. ვერ ვფიქრობ ახლა რა იქნება. მეც არანაკლებ მსხვერპლად განვიცდი თავს, ამ პოსტს ჩემს ოჯახში ძალიან დიდი ამბები მოჰყვა. ზოგადად ხო კაცებმა უნდა გვიკარნახონ, "ფეისბუქზეც" რა უნდა დავწეროთ და რა - არა. იმედია მიიღებს, რასაც იმსახურებს. ჯერჯერობით პოლიტიკური კუთხით არავინ დამკავშირებია.

მე ახლა თელავში ვარ, თავად თელავის გვერდზე სოფელში, შალაურში ცხოვრობს. დედაჩემმა ჩემს მიერ გამოქვეყნებული სტატუსი რომ ნახა, შეშინებულმა დამირეკა, ახლა მე მომივარდება და ტყვიას დამახლის შუბლშიო. ასეთ ტერორში ჰყავს ხალხი, იარაღი უჭირავს და დარბის. ჩემ პოსტს რომ ნახავს, კაცმა არ იცის რას ჩაიდენს. ამ ეტაპზე არ იცის პოლიციამ, სად არის.

სპეცოპერაცია ქუთაისში - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შეიარაღებული დაპირისპირება ქუთაისში - დაჭრილია შუახნის მამაკაცი

შუახნის მამაკაცი მოკლეს, მისმა შვილმა კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - რა მოხდა მუხრანში?