ავტორი:

პოლიციამ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა

პოლიციამ თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა

პოლიციამ ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის საკრებულოს დეპუტატი მიხეილ გრემელაშვილი დააკავა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული მ. გ. ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარისა და ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.გ. თავის სახელზე რეგისტრირებული, „ტეტე“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლესა და შვილებს, ასევე ფიზიკურად იძალადა მათზე. სამართალდამცველებმა, მ.გ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

გამოძიება ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის, ოჯახში ძალადობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4 დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალსწინებს.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ სუროგაციის ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში, საკუთარ ბიძაშვილზე სკანდალური პოსტი გამოაქვეყნა.

მარიამის პოსტში ვკითხულობთ, რომ მიხეილ გრემელაშვილი, რომელიც თელავის საკრებულოს მოქმედი წევრია, ოჯახის წევრებზე, ცოლსა და ორ ქალიშვილზე მუდმივად ძალადობდა. ამის შემდეგ პოლიციამ დეპუტატის მეუღლე და შვილები გამოკითხა და მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.

თავად მიხეილ გრემელაშვილმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მარიამ კუკუნაშვილის ინფორმაცია უარყო.

"შევქმენით "ჩუმი განგაშის ღილაკი"... აპლიკაცია 5000-ზე მეტ აბონენტს აქვს გადმოწერილი" - შს მინისტრის მოადგილე ძალადობის წინააღმდეგ გადადგმულ ღონისძიებებზე

"მინდია გოგოჭური პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს" - ადვოკატი

პროკურატურა ხსნის როგორ გაყალბდა და დამონტაჟდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბარი - სამარალადამცავი უწყება ვიდეოს ავრცელებს