ავტორი:

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

შაქარაშვილის საქმის ფიგურანტი თეთრი მიკროავტობუსიდან - ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისსაა გადაღებული

ლაშა ლურსმანაშვილი შაქარაშვილის საქმეში ახლახანს გამოჩნდა - კადრებში, სადაც ჩანს როგორ ხვდება გარდაცვლილი ფეხბურთელის მეგობარი გური ამირხანაშვილი თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოსულ თეთრპერანგიან მამაკაცს, სწორედ ის ჩანს.

ვიდეომასალაში, რომელიც ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, ჩანს „ტოიოტა ქამრიდან“ ჩამოსვლის შემდეგ, როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც აღნიშნული პირი ჩამოდის და ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.

შსს-ს ინფორმაციით, ეს პირი 1996 წელს დაბადებული ლ.ლ, ანუ ლაშა ლურსმანაშვილია, რომელიც 18 ივნისის ღამეს ხაშურიდან თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა მიკროავტობუსით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა ქუთაისი-თბილისის მიმართულებით.

კადრებზე ასახული თეთრპერანგიანი მამაკაცი გუშინ სამართალდამცველებმა დაკითხეს. ლაშა ლურსმანაშვილის თქმით, ის ამირხანაშვილს არ იცნობს და მან მხოლოდ ტელეფონზე დარეკვა სთხოვა:

"საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა", - განაცხადა ლურსმანაშვილმა 4-საათიანი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ.

AMBEBI.GE-მ მოიპოვა ლაშა ლურსმანაშვილის ფოტოები, რომლებიც 18 ივნისს, სწორედ იმ დღესაა გადაღებული, როცა მცხეთაში გამართულ წვეულებაზე განვითარებული მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალებით დასრულდა.

ლურსმანაშვილი ნათესავის ნიშნობის სუფრაზე

ლურსმანაშვილი მეუღლის "ფეისბუქის" გვერდზე 18 ივნისით თარიღდება ფოტოები, რომელშიც ის ნათესავის ნიშნობაზეა გადაღებული. ხაშურის მაცხოვრებელ ლურსმანაშვილს ფოტოში თეთრი პერანგი აცვია, ისევე როგორც რამდენიმე საათის შემდეგ თბილისში, დიდუბის მეტროსთან გადაღებულ კადრებში, როცა ის თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოდის. თუმცა, ვიდეოკადრებში მამაკაცი ზურგიდან ჩანს და მისი რეალური მიმსგავსება რთულია.

ლურსმანაშვილი დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ

გუშინ დაკითხვიდან გამოსული ლურსმანაშვილის გარეგნობამ კი ეჭვები გაუჩინა საზოგადოების ნაწილს, რომ ის არ გავს იმ პირს, რომელიც დიდუბეში გადაღებულ ვიდეოკადრებზეა ასახული.

რამდენ ხანს უნდა წაიყვანოთ მოზარდი კურორტზე და რა უნდა გაითვალისწინოთ დასასვენებელი ადგილის შერჩევისას - პედიატრის რჩევები მშობლებს

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"გარეთ რომ გავალ და შემაგვიანდება, გამომხედავს ხოლმე, სად იყავიო" - 100 წლის ცოლ-ქმრის სიყვარულის ამბავი