ავტორი:

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელი" - სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლაზე

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელი" - სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში გადასვლაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება.

"ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის "ცსკაში" გადასვლასთან დაკავშირებით", - წერს ზურაბიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, მოსკოვის „ცსკა“-მ ქართველ ფორვარდს სამწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა.

"ბედნიერი ვარ, რომ ვუერთდები ევროლიგის მოქმედ ჩემპიონს და მოუთმენლად ველი კალათბურთელებისა და მწვრთნელების შესანიშნავ ჯგუფთან ერთად თამაშს. ვიმედოვნებ, რომ CSKA-სთან ერთად მივაღწევ ბევრ წარმატებას ევროლიგასა და VTB-ის ლიგაში", - აცხადებს თორნიკე შენგელია, რომლის კომენტარს რუსული კლუბი ავრცელებს.

LIVE: ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

LIVE: ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

ხათუნა ლაგაზიძე "საზმაუს" გენერალური დირექტორობისთვის იბრძოლებს - "ის უნდა იქცეს თავდაცვის მძლავრ იარაღად საზოგადოების ხელში"