ავტორი:

შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი

გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატის მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოკვლევა დაასრულა და მისი შედეგები სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.

ნიკოლაძე იმედოვნებს, რომ დასკვნა საქმეში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ამის შესახებ ადვოკატმა "ტვ პირველთან" ისაუბრა:

"ექსპერტიზის დასკვნები, პირველადი დასკვნა, როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, უკვე ხვალისთვის უნდა იყოს ცნობილი. მოლოდინი ბევრი რამის შეიძლება გვქონდეს, მაგრამ თავს ვიკავებ ამ მოლოდინების გამჟღავნებისგან. იქნება ექსპერტიზის დასკვნა და ყველა ერთად გავეცნობით.

დიდი იმედი მაქვს კატეგორიული იქნება დასკვნა და არაფერ კითხვას არ დატოვებს" - განაცხადა ნიკოლაძემ.

"პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეოფაილები გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებული არ არის" - ადვოკატი

"ერთ-ერთის მობილურში შენახულია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა, რისი შესწავლაც ცალკე დაიწყო" - პროკურატურა შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალზე

შსს ლაშა ლურსმანაშვილსა და არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიის გადაწვის მიზეზებზე ინფორმაციას ავრცელებს