ავტორი:

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე

საინტერესო დეტალები თორნიკე შენგელიას პირადზე - როგორ დაქორწინდა კალათბურთელი ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილზე

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა. ესპანურ "ვალენსიიდან" დაწყებული კარიერა ჯერ ბელგიაში გააგრძელა, მოგვიანებით კი ამერიკაში.

2 სეზონის განმავლობაში თორნიკე NBA-ში თავის დამკვიდრებას ცდილობდა, თუმცა ბოლოს კარიერა ევროპაში "ბასკონიას" რიგებში გააგრძელა.

ბელგიაში თამაშისას 2013 წელს დაოჯახდა და ცოლად მაშინ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი მოდელი სალომე ჯუღელი მოიყვანა. თუმცა წყვილი მალე საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა.

სალომე ზაზა ფაჩულიას დეიდაშვილი გახლავთ. მაშინ გოგონა საფრანგეთში ცხოვრობდა და სწორედ იქ იწყობდა სამოდელო კარიერას. სალომეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ყოველთვის ყველგან ამჩნევდნენ განსაკუთრებულად გრძელი ფეხების გამო.

მომავალ მეუღლეს ზაზა ფაჩულიას შვილის ნათლობაში შეხვდა და როგორც მოგვიანებით რძალმა თიკა ალავიძე-ფაჩუილიამ გაამხილა, კალათბურთელი მოდელით პირველივე დანახვისთანავე მოიხიბლა და გოგონას შესახებ ყველაფერი მისი დეიდაშვილისგან გაიგო. ურთიერთობა სოციალური ქსელით გაგრძელდა და მალე იქორწინეს.

თორნიკე შენგელიას კარიერა დაოჯახების შემდეგ წარმატებით განვითარდა. დედისერთა სალომე ჯუღელისთვის კი ოცნება ასრულდა მრავალშვილიანი დედა გახდა. წყვილს სამი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა ჰყავთ.

სალომეს მოდელის კარიერა ცხადია აღარ გაუგრძელებია და მიუხედავად იმისა, რომ ძიძა ეხმარება ბოლომდეა ჩართული შვილების გაზრდაში. გთავაზობთ წყვილის საინტერესო ფოტოებს ინსტაგრამიდან

ჯაბა ბოჯგუა, რომელიც წლები კომაში იყო, გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 179  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ბოლო 24 საათის მონაცემები

გურიაში კორონავირუსი 5 პირს დაუდასტურდა - მათ შორის 2 თვის ბავშვი და 13 წლის მოზარდი არიან