ავტორი:

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

რას იწვევს პირბადის ხანგრძლივი ტარება და რა არის ანოსმია - ექიმის რეკომენდაციები და სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ

პირბადე პანდემიისას ერთ-ერთი დამცავი საშუალებაა, რომ დაინფიცირება არ მოხდეს. მაგრამ მისი მრავალსაათიანი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის. რა უნდა ვიცოდეთ პირბადის გამოყენებამდე, რომ თავიდან ავიცილოთ ანოსმია. ხოლო თუ რა არის ანოსმია, ამაზე ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი ხათუნა ჩიტაძე გვესაუბრება:

„კოვიდ 19 პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, გაჩნდა სავალდებულო რეგულაციები, რომელთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირბადის ტარებაა. თუ პირბადე ვირუსისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, მეორე მხრივ, შეიძლება ისეთი გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს, როგორიცაა ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმშრალე. ცხვირით სუნთქვის გაძნელება, ღამის ძილის დარღვევა და ბოლოს ცხვირის ლორწოვანის ფუნქციის დარღვევა - დაატენიანოს და გაასუფთავოს მიკროორგანიზმებისაგან ჰაერი, რომელიც ფილტვებში ხვდება, სწორედ ამ სინდრომის გართულებებია. ცხვირის დისფუნქცია კი თავის მხრივ რისკის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ვირუსული დაავადების დროს ცხვირის დამცველობით ეფექტს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ცხვირის ღრუში არსებობს ყნოსვის რეცეპტორები, რომლებიც ცხვირის სიმშრალის ფონზე მეორადად ზიანდება და კლინიკურად ვლინდება ყნოსვის ძლიერი დაქვეითებით ან სრული დაკარგვით, რაც ანოსმიის სახელით არის ცნობილი. ხშირად ამ სიმპტომს პაციენტი კოვიდ 19-ის სიმპტომებს უკავშირებს, რაც ასევე, სტრესის და შიშის მიზეზი ხდება“ - აღნიშნავს ექიმი.

როგორ განვასხვაოთ კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი ანოსმია, სხვა ეტიოლოგიის ანოსმიისგან, ექიმი ამაზე ასე გვპასუხობს: „ოტორინოლარინგოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ მოძიებული და შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კოვიდ 19-ის დროს ანოსმია ვლინდება როგორც ერთ-ერთი პირველთაგანი სიპტომი და გაივლის რამდენიმე დღის შემდეგ, ამასთან, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს ანოსმია ნეიროსენსორული წარმოშობის უნდა იყოს და არა რეცეპტორების დაზიანების ან დისფუნქციის შედეგი. გახსოვდეთ: ნიღბის ხანგრძლივი ხმარების ფონზე განვითარებული ცხვირის სიმშრალე ხასიათდება ხანგრძლივი ანოსმიით (ყნოსვის ძლიერი დაქვეითება ან არარსებობა) და ის მხოლოდ ხანგრძლივი, სწორი მკურნალობის შედეგად აღდგება. გაწეულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებზე დაყრდნობით ნათელია, რომ პირბადესთან კოჰაბიტაცია მინიმუმ 1 წელი მოგვიწევს. შესაბამისად, აუცილებელია პაციენტის სწორი ინფორმირება და მათი დახმარება ერთი მხრივ, პირბადის სწორად გამოყენების და მეორე მხრივ, კოვიდ 19-ის პრევენციისთვის“ - გვეუბნება ექიმი.

- პირბადის გამოყენებამ ნებისმიერ ადამიანში შეიძლება ანოსმია გამოიწვიოს?

- ნებისმიერი პირბადის ტარება დიდი ხნის განმავლობაში არღვევს სწორი სუნთქვის მექანიზმს და განსაკუთრებით იმ პაციენტებში, ვისაც ცხვირის ძგიდის გამრუდება და ალერგიული რინიტის პრობლემები აქვთ. ეს ხელს უწყობს ცხვირის სიმშრალის განვითარებას და შესაბამისად, ანოსმიის განვითარებასაც. თავისთავად პანდემიის პირობებში ნიღბის გამოყენება სავალდებულოა.

- თუკი ასეთი გვერდითი მოქმედება ახასიათებს, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ?

- გვერდითი ეფექტების პრევენციის მიზნით, საჭიროა, ექიმთან ვიზიტი, კონსულტაცია და ცხვირის სწორი დამუშავება დამატენიანებელი საშუალებებით.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"კორონავირუსი არსად გამქრალა... შეიძლება ყოველ წუთს იფეთქოს" - ამირან გამყრელიძე

"200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციის დაცვაზეა ლაპარაკი?" - იმნაძის თქმით, ქორწილი, ქელეხი და იუბილე ისევ არ არის რეკომენდებული