ავტორი:

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

სიცოცხლეში მიყენებული რა დაზიანებები აღენიშნება გიორგი შაქარაშვილის ცხედარს

პროკურატურის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარს სიკვდილის წინ მიყენებული მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, რომელიც მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით არის მიყენებული.

"ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში.

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კონკრეტულად, დასკვნაში მითითებულია რა ტიპის დაზიანებები აღენიშნება გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედარს:

"მოლურჯო-მოიისფრო ფერის სისხნაჟღენთები: შუბლის არეში მარცხნივ გაფანტულად მდებარე 11/8 ფართზე. შუბლის მიდამოში მარჯვნივ 6/3 ფართზე...

ასეთივე ფერის სისხნაჟღენთები მუცლის მარცხენა გვერდითი მიდამოდან მარცხენა საზარდულის, ბოქვენის და მარჯვნის საზარდულის მიდამოში გარდამავალი 32/8 სმ ფართზე. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპიზე ზომით, 3/2 სმ. მარჯვენა წინამხრის ზემო მესამედში ზომით 1/1-ზე. მარცხნივ დუნდულოს გარეთა ქვედა და ზედა კვადრანტების საზღვარზე, ზომით 1/1 სმ. მარჯვნივ წელის მიდამოს საპროექციოდ, ზომით 4/1 სმ..." - ვკითხულობთ ექსპერტიზის დასკვნაში.

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მიხედვით 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზი წყალში დახრჩობა გახდა.

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ზუგდიდში, სპეცოპერაციის შედეგად ახალგაზდა მამაკაცი დააკავეს

ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა და ვისთვისაც ბრალის დამძიმებას შაქარაშვილის ოჯახი ითხოვს?