ავტორი:

თელავი-შუამთას გზაზე ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

თელავი-შუამთას გზაზე ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულები

თელავი-შუამთას გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და „ფორდის“ მარკის სატვირთო მანქანა შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით,შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. დაშავებულები შუახნის მამაკაცები არიან. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს.

მომხდარის გამო, მოძრაობა შეფერხებული იყო გომბორის მიმართულებით.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარება და პოლიციაა მობილიზებული.

სოფელ პატარა ფოთთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა - ინფიცირებული აბიტურიენტია, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა

დააკავეს პირი, რომელიც გლდანში, უმისამართოდ ისროდა - "ადგილზე მისულ პოლიციას კარს არ უღებდა"