ავტორი:

"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

"მოვისმინე  დაზარალებულის ოჯახის პოზიცია - ეს იყო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა" - მორაგბის ადვოკატი

ჩემი აზრით, ეს საქმე სამართლებრივად არის განწირული. რაც ამ შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახს სურს არ დადგინდება, დიდი ალბათობით, სხვა პირების მიმართ ბრალეულობა, სამწუხაროდ, ვერ გამოიკვეთება, იმიტომ, რომ მთელი რიგი პროცესუალური საკითხები საგამოძიებო ეტაპზე დაგვიანებულია, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, მან არ იცის რით არის განპირობებული შაქარაშვილის ოჯახის პოზიცია, რომლის მიხედვითაც „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული უნდა იყოს 109-ე მუხლით. ალექსანდრე კობაიძის თქმით, სამართლებრივად ასე რამდენად მოხდება ცალკე საკითხია, თუმცა თუ ექვსივე პირი 109-ე მუხლით იქნება ბრალდებული, ადვოკატი მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, რომ „ისედაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული და კვლავ არ დაუშვან შეცდომები“.

"მე მოვისმინე მირიან ნიკოლაძის, ანუ დაზარალებულის ოჯახის პოზიცია, რომელსაც ასე შევაფასებ - ეს იყო უფრო ემოციურად შეფასებული ექსპერტიზის დასკვნა. რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს, მინდა საზოგადოებას შევახსენო, ამ ეტაპზე არ გვაქვს არანაირი ახალი გარემოება იმ მხრივ, რომ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა სხვა ბრალით ედავოს.

აღნიშნული ექსპერტიზის თანახმად სამართლებრივად წარმოუდგენელია, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგეს, იმიტომ, რომ უნდა დადგინდეს შემხებლობა - გიორგი შაქარაშვილთან ჰქონდა თუ არა ვინეს უშუალო კონტაქტი, ფიზიკურ კონტაქტს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

მისი თქმით, დასადასტურებელია მისდევდა, თუ არა გიორგი შაქარაშვილს „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანის სამი მგზავრი.

"დასადასტურებელია ვინ მისდევდა და ვინ - არა. ასევ დასადასტურებელია ის ფაქტი,“ ტოიოტა ქამრი“ რომ მოდის, იქ იმყოფებოდა თუ არა გიორგი შაქარაშვილი, ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი გარემოებებია. ასევე უმნიშვნელოვანესია დადასტურდეს შემხებლობა.

თუ გავყვებით ვერსიას, რომ შაქარაშვილს ვიღაც მისდევდა, უნდა დადასტურდეს დაეწია თუ არა, იმისათვის, რომ შემდეგ დადგინდეს შაქარაშვილთან შემხებლობა.

ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხს ექსპერტიზა გასცემს. მესმის ოჯახის პოზიცია და აბსოლუტურად ვიზიარებ მათ პათოთსს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქმეში არსებობს ფაქტობრივი გარემოებები ვინმეს პასუხისმგებლობა 109-ე მუხლით უნდა დადგეს. მე მაინტერესებს სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების პასუხები. დაველოდებით ამ პასუხებს და შემდეგ უკვე ვისაუბრებთ“, - განაცხადა კობაიძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ ოჯახის პოზიციაა, „ტოიოტა ქამრის“ მგზავრები, 6-ვე მათგანი ბრალდებული იყოს 109-ე მუხლით.

"ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6 -ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერები იქნება, რომელიმე მათგანზე, ჩვენ პოზიციას მერე ვიტყვით. ახლა კი ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით,“ - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

"გიორგი შაქარაშვილს ბოლომდე სდიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მორაგბე არჩილ გაგნიძე და ვახო ჩიქოვანი" - "ტვ პირველი"

"ჩემი წყარო არის შსს-ს გენერალური ინსპექცია..." - რის თქმას აპირებს ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკითხვისას

"იარაღის მუქარით მოითხოვდა შვილების სახლიდან წასვლას" - თელავის საკრებულოს წევრს პატიმრობა შეეფარდა