ავტორი:

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

გვარამია პოლიციაში შაქარაშვილის საქმეზე სკანდალური განცხადებების გამო დაიბარეს?

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კრიმინალურ პოლიციაში დაიბარეს. საქმე, სავარაუდოდ, ეხება გვარამიას მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

პირველი სკანდალური განცხადება გვარამიამ "მთავარ აქცენტებში" გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გიორგი შაქარაშვილი ერთ-ერთ დაკავებულს პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა.

"ჩიქოვანს ჰქონდა სპეციფიური ინტერესი შაქარაშვილის მიმართ, იმიტომ რომ გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი და ჩიქოვანი იყო “აფსაიდში”. აქ ამბავი მათ შორის ამ თემაზე დაიწყო. ჩიქოვანის მიერ, ამოყვანილი ხალხი სპეციფიურად სჯის შაქარაშვილს, მათი მთავარი ინტერესი არის შაქარაშვილი და არავინ სხვა. მე ეს ინფორმაცია მაქვს იმ წყაროსგან, რომელიც შეუძლია მარტივად დაადგინოს გამოძიებამ და იპოვოს ოჯახში" - განაცხადა "მთავარი არხის" ეთერში გვარამიამ.

კიდევ ერთი ხმაურიანი ვერსია, რომლის შესახებაც "მთავარ აქცენტებში" ისაუბრა ნიკა გვარამიამ, გარდაცვლილი ფეხბურთელის ცხედრის დამალვას უკავშირდებოდა. გვარამიამ იმ სქემაზე ისაუბრა, რომელიც სავარაუდოდ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს განვითარდა..

"სავარაუდოდ, გარდაცვლილის ფეხბურთელის ცხედარი წყალში მოხვედრამდე სწორედ იმ ფერად შენობაში იყო გადამალული, რომელიც როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დამწვარია" - აღნიშნა "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა.

ნიკა გვარამიამ მის პოლიციაში დაბარებასთან და შაქარაშვილის საქმის გაშუქებაში "მთავარი არხის" ჩართულობ ის შესახებ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. გვარამიას განცხადებით, საქმის გაშუქების პროცესში წარმოშობილი წინაღობების მიუხედავად, არხი ახალი მტკიცებულებების გასაჯროვებას გააგრძელებს.

"შემოგვიტიეს ჩვენ ყველას, ვინც აგრესიულად ვცდილობდით სიმართლის დადგენას. ჩვენი გამოძიება გრძელდება და კიდევ ახალი მტკიცებულებები იქნება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს და კიდევ უფრო მეტს ვილაპარაკებთ, საერთოდ არ გვაინტერესებს ოჯახის პოზიცია ჩვენთან დაკავშირებით რა იქნება, იმიტომ რომ მირიან ნიკოლაძემ ისიც მოახერხა, რომ ოჯახი ჩვენ წინააღმდეგ განაწყო.

აღმატებული საჯარო ინტერესი არის ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედება და არა, ის რომელმა რაგბისტმა მოკლა. კი, ეს მნიშვნელოვანია და დადგინდება დღეს თუ არა ხვალ, ხვალ თუ არა ზეგ, მაგრამ აღმატებული საჯარო ინტერესი აქ არის მკვლელობის ხელის დამფარებლის გამოვლენა. აქ რომ მკვლელი დაისჯება ამაში ვის ეპარება ეჭვი, ეს ორჯერ ორი ოთხია. ოჯახს პირადად ჩემზე და ჩემს არხზე მეტი მოკავშირე არ ჰყოლიათ, არ ვიცი როგორი იქნება მათი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ეგ არ არის ჩემი პრობლემა, ეგ მათი პრობლემაა. ჩემი ამოცანაა ამ გამოძიებით დავიცვა გიორგი შაქარაშვილის ხსოვნა და ჩვენი ცოცხალი შვილები" - აღნიშნა გვარამიამ.

ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი AMBEBI.GE-სთან აცხადებს, რომ პოლიციაში მისვლას არ აპირებს და გამოკითხვის ჩატარებას სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვს.

პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში მეუღლე და მეზობელი მოკლა

"ეს არის ექსპერტიზის მტკიცებულება, რომ არ მაქვს წამებისა და ცემის კვალი სხეულზე" - დავით ხვიბლიანი აპირებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძეს უჩივლოს

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ, სადაც სააკაშვილს უსმენდნენ და ელდა მეცა... " - ყოფილი პოლიციელის შოკისმომგვრელი ნაამბობი