ავტორი:

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

"იმ ადგილზე საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა...  არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს" - ადვოკატი

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ახალი, უფრო მძიმე ბრალდება წაუყენოს.

როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება მტკიცებულებების გარეშე წარუდგინეს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასაც წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 109 მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ ახალი ბრალდება წარედგინოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამას ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ ბრალი წაგვიყენეს 143-ე მუხლით ( თავისუფლების უკანონო აღკვეთა), როდესაც მტკიცებულება არ არსებობდა, რა გასაკვირი იქნება, რომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი მათ შორის, 109-ე მუხლით?!. წარდგენა არ არის მთავარი, მთავარია შემდგომში დადასტურება" - განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს.

"იმ ადგილზე 3-4 მანქანაზე ბევრად მეტი მოძრაობდა და ეს მათ შორის, ჩანს გამოკითხვების ოქმებიდან. გამოკითხვის ოქმებში საუბარია, რომ ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა იმ მომენტში, როდესაც „მერსედესის ინციდენტი“ მოხდა. მე ვიცი საქმის მასალებიდან, რომ გარკვეულწილად არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს, მაგრამ არ განაცხადეს პოლიციაში. მე არ მინდა პირების იდენტიფიცირება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოწმეებიდანაც აიღეს ნერწყვის ნიმუში, ტანსაცმელი და ა.შ.“ - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

"ვასილ მახარაძემ  თავდაყირა დააყენა ბრალდების ვერსია, თითქოს,  შაქარაშვილს 5 პირი მისდევდა, სცემეს და წყალში ჩააგდეს" - ზ.ხ.-ს ადვოკატი

არსებული ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ავთო გალდავა დაინიშნება

რუსთავში ახალგაზრდა დაჭრეს - რა მოხდა მეგობრობის გამზირზე