ავტორი:

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა

"ამ ძაღლმა ტაბახმელაში 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან გადაარჩინა" - ჰასკის ემოციური ისტორია, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა

ტაბახმელაში სასეირნიდ გამოყვანილი 5 წლის ბავშვი გიურზას თავდასხმისგან ძაღლმა გადაარჩინა. ემოციურ ისტორიას, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი აზიარებს, სამების გუნდის დირიჟორი ვახტანგ ლომჯარია ავრცელებს.

"დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.წარმოიდგინეთ, ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას.

ებრძვის ,,რაღაცას" ეს ,,რაღაცა" კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ, გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე.

განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემატკივრობდა.

და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრობ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს, რა შეიძლება მომხდარიყო, ეზოში ბავშვი რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო. სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრია აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს" - წერს ინტერნეტმომხმარებელი.

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა

"გაიგეთ, ერთხელ და სამუდამოდ, წესის აგება დაკრძალვის წინ არაა რაღაც მაგიური რიტუალი..." - რას წერს დეკანოზი