ავტორი:

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

"როცა რუსეთთან მიმართებაში საერთო სამოქმედო გეგმა არ გაგვაჩნია, ერთი ადამიანის ლანძღვა არასწორია" - არველაძე შენგელიას ცსკა-ში გადასვლაზე

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი შეფასებით, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში ქართულ საზოგადოებას საერთო სამოქმედო გეგმა არ გააჩნია, არასწორია.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე, ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს" - წერს არველაძე.

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია რუსული კლუბის წევრი გახდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ქართველმა კალათბურთელმა "არმიელთა" საიტს მისცა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებით ბედნიერია.

"ბედნიერი ვარ ევროლიგის მოქმედი ჩემპიონის რიგებში გადასვლით და ერთი სული მაქვს როდის შევძლებ საუცხოო მოთამაშეების გვერდითა და ბრწყინვალე მწვრთნელების დამოძღვრით თამაშს. იმედი მაქვს, ცსკა-სთან ერთად ევროლიგასა და ვი-თი-ბი ლიგაზე დიდ წარმატებებს მივაღწევთ", - ამბობს შენგელია.

თორნიკე შენგელიას გადაწყვეტილებას მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა კალათბურთელი გააკრიტიკა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ სპორტი და პოლიტიკა სხვადასხვა რამეა და თუ შენგელია "ცსკა"-ში გადავა, ამაში არაფერი იქნება განსაკუთრებული.

"დიდ შეცდომას ვუშვებთ, პირბადეების ტარების მაჩვენებელი 43%-მდე შემცირდა, ნუ დაიღუპავთ თავს, მესამე ტალღის დიდი შანსია" - თენგიზ ცერცვაძე

"არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა, რომ თრომბოემბოლიზმის განვითარება ​"ასტრაზენეკას" ვაქცინის მიღებასთან იყო დაკავშირებული" - ცერცვაძე

"10-ზე მეტმა ქვეყანამ კონკრეტული ვაქცინის გამოყენება შეაჩერა და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა - მრევლს ვურჩევდი, მოგვეცადა..." - დეკანოზი