ავტორი:

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

"2008 წელს ცემით მოკლა მეანი ქალი, ასევე დამნაშავედაა ცნობილი ძარცვასა და ქურდობაში" - პროკურორი მამისა და ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულზე

პროკურორ ნაზი მირიანაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მოპოვებული აქვს ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, სადაც მამისა და ბაბუის მკვლელობისთვის ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი მისივე ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილი მკვლელობის შესახებ ჰყვება.

როგორც პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ოკინაშვილი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი, ბოლოს 3-წლიანი პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მაინც ჩაიდინა მძიმე დანაშაული და ცივი იარაღით მამას და ბაბუას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

"წარმოდგენილია დანაშაულის სავარაუდო იარაღი, სისხლის კვალი და სხვა ნივთიერი მტკიცებულებები. ასევე წარმოდგენილია, მოწმეთა გამოკითხვისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმები, ასევე ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერის შედეგად, მოპოვებული მტკიცებულება, რაც გასაიდულოებულია, სადაც ბრალდებული გიორგი ოკინაშვილი ყვება მის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ მისივე ოჯახის წევრების მიმართ.

ამდენად, მტკიცებულების ერთობლიობა აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძველს ქმნის. აღკვეთის ღონისძიება უნდა იყოს გამოყენებული იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენა, მტკიცებულებების განადგურება და მიმალვა", - განაცხადა ნაზი მირიანაშვილმა სხდომაზე.

ამასთან, პროკურორის თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია განაჩენები და სასამართლოს გადაწყვეტილებები გიორგი ოკინაშვილის ნასამართლეობის შესახებ და ირკვევა, რომ ოკინაშვილი არაერთხელაა ნასამართლები განზრახ, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ძალადობრივი დანაშაულებების ჩადენისთვის.

"2007 წელს ჩაიდინა პირველი დანაშაული, ქურდობა. ამის შემდეგ 2008 წელს განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. კერძოდ, ოკინაშვილმა ჯოხის გამოყენებით, ხელისა და ფეხით ცემის შედეგად მოკლა მეანი ქალი, რისთვისაც ის გასამართლდა. გარდა ამისა, ის დამნაშავედაა ცნობილი ძარცვისა და ქურდობის ჩადენისათვის და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ის ციხიდან 2016 წელს გათავისუფლდა, თუმცა ამის მიუხედავად კვლავ განაგრძო კანონსაწინააღმდეგო ქმედება და კიდევ ორჯერ გასამართლდა. კერძოდ, გასამართლდა ნაცნობი ქალისადმი ჩადენილი იძულებისა და მუქარისთვის, რაზეც 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შემდეგ კი ისევ ჩაიდინა დანაშაული თაღლითობის სახით, რაზეც ასევე დამნაშავედ სცნეს", - განაცხადა პროკურორმა სხდომაზე.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ის ბრალდების მხარის პოზიციას არ ეთანხმება. ოკინაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი ლელა ჭანკვეტაძე იცავს.

როგორც მან სხდომაზე განაცხადა, ბრალდების მხარის პოზიცია მიმართული იყო ოკინაშვილის წარსულ ცხოვრებაზე, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ ოკინაშვილს პატიმრობის მაქსიმალური ვადა შეეფარდოს.

ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებები სწორედ ოკინაშვილის თანამშრომლობით მოიპოვა.

ადვოკატის თქმით, ოჯახური კონფლიქტი მიმდინარეობდა გარდაცვლილების კონფლიქტური ხასიათიდან გამომდინარე, ამიტომ მოითხოვა, რომ ოკინაშვილს პატიმრობის ნაცვლად, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, მამისა და პაპის მკლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.

დეპუტატ კობალაძის შვილს და კიდევ 5 პირს ახალგაზრდის ცემის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"ვიცი, რამდენმა ადამიანმა გააგრძელა გიორგის დევნა!" - რა დეტალებზე საუბრობს შაქარაშვილის ბიძა ექსპერტიზის შემდეგ და რას ამბობს მკვლელობის მოტივზე?

შსს ზუგდიდში დავით შენგელიას დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს