ავტორი:

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

"შოუს გარეთაც ვმეგობრობთ და ეს გვეხმარება, რომ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ" - "დიდი სცენის" წამყვანები პროექტსა და კონკურსანტებზე

ნინი კუპრაძე და სანდრო სანაია "რუსთავი 2"-ის მეგაშოუ "დიდი სცენის" წამყვანები არიან. ისინი ამ პროექტის მიღმაც მეგობრობენ და ეს მეგობრობა "დიდ სცენაში" საქმიანობას უადვილებთ. პირველ სეზონზე ცოტა მეტად ნერვიულობდნენ, ახლაც ნერვიულობენ, მაგრამ უფრო კონკურსანტებზე, რომ თითოეული კარგად წარდგეს მაყურებლის წინაშე.

AMBEBI.GE ნინისა და სანდროს გაესაუბრა:

სანდრო

- პროექტი ძალიან მოგვწონს, ჯერ ერთი, საინტერესოა, გამოცდილებას ვიღებთ, გასართობიც არის, ბევრ საინტერესო ადამიანთან გვაქვს შეხვედრა, რომლებსაც ვეცნობით. რაც მთავარია, მეგაშოუა და ამით ყველაფერია ნათქვამი.

- წინა სეზონისგან ეს სეზონი რით განსხვავდება?

- ნინის ამ მხრივ გამოცდილება ჰქონდა, ჩემთვის თავიდან რაღაც დონეზე, სიახლე იყო. თუ წინა სეზონს შევადარებთ - ამჯერად ცოტა სხვანაირია, ოდნავ განსხვავებული ფორმატია. თან, დღესდღეობით ერთადერთია ასეთი მასშტაბის მუსიკალური პროექტი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ის ფილარმონიაში არ იმართება, იქიდან, საიდანაც გადის, კარგად მიმდინარეობს.

ნინი:

- გუნდმა, ამ პანდემიის პირობებში შეინარჩუნა ის ამბავი, რომ არ დაკარგვოდა მეგაშოუს მთავარი ღირსება. ამაზე ჩვენ რომ არაფერი ვთქვათ, მაყურებელი შესანიშნავად ხედავს, რომ ეს ასეა.

სანდრო:

- ეს გუნდის დიდი ძალისხმევა და დამსახურებაა მართლაც.

ნინი:

- ძალიან მოკლე დროში "რუთავი 2"-ის მთელმა გუნდმა მოახერხა, რომ არც მაყურებელს და არც ჩვენ არ გვქონოდა განცდა, რომ შოუ არ იმართებოდა დიდ საკონცერტო დარბაზში, ფილარმონიაში.

- ამ სეზონის კონკურსანტები როგორ მოგწონთ?

სანდრო:

- წინა სეზონი მაინც "დიდი სცენის" დებიუტი იყო. ამიტომ, მას ახლა უფრო შემდგარ პროექტს დავარქმევდი. თითოეული კონკურსანტი გამორჩეულია ერთმანეთისგან, არც სტილით, არც გარეგნობით და არც სიმღერის მანერით არ გვანან...

ნინი:

- მე და სანდრო ცოტა დაბნეული ვიყავით იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა დატოვოს პირველმა პროექტი, რადგან ყველანი, შეიძლება ითქვას, რომ ჩამოყალიბებული მომღერლები არიან. ვერ ვხვდებით, ვინ უნდა იყოს ის პირველი, მეგაშოუს რომ გამოეთიშება. ვფიქრობთ, მათი გამორჩევა როგორც ჟიურის, ასევე ტელემაყურებელს ძალიან გაუჭირდება, თითოეული მოგვწონს.

- რა რესურსი, თვისებაა საჭირო წამყვანისთვის, რომ ასეთ პროექტს წაუძღვეს? ან რა უნარი აღმოაჩინეთ ამ შოუს მსვლელობისას თქვენს თავში ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით?

სანდრო:

- შეუძლებელია ამხელა პროექტში დაბრკოლებების გარეშე მიიღო მონაწილეობა... თავიდან მეტად ვღელავდით.

ნინი:

- კი, პირველ სეზონზე უფრო მქონდა ნერვიულობა, ყოველ ჩართვაზე მე და სანდრო ერთმანეთს ვამხნევებდით - აბა, სანდრო! - აბა, ნინი! მაგრამ პირველი იყო და ეს ნერვიულობაც ბუნებრივი გახლდათ. პირველი ყოველთვის რთულია. ამიტომ, ჩემი თავი ახლა უფრო თავისუფალი და ლაღი მგონია, ვიდრე წინა სეზონზე. ასევეა სანდროც და მგონია, რომ შემდგარი წყვილი ვართ!

სანდრო

- ნინის ვეუბნები ხოლმე, ჩვენ სანერვიულო არაფერი გვაქვს, კონკურსანტები უნდა გავამხნევოთ და მეტი სტიმული მივცეთ.

ნინი:

- მართალია. მთავარია, რომ კონკურსანტები, რომლებიც ჩვენთან არიან, მაყურებელს სწორად მივაწოდოთ. ამის პასუხისმგებლობა ყოველთვის გვექნება. რაც დრო გადის, ამის სურვილი სულ უფრო გვიმძაფრდება... მე და სანდრო შოუს გარეთაც ძალიან მვეგობრობთ და ეს გვეხმარება იქ უფრო შეთანხმებულად ვიმუშაოთ. მოკლედ, როგორებიც ვართ, იქაც ისე წარვადგენთ თავს, ბუნებრივად.

- რა პროგნოზის გაკეთება შეგიძლიათ და ვინ არიან თქვენი ფავორიტები?

სანდრო:

- კონკრეტული პასუხისგან თავს შევიკავებ. შოუ როგორც არ უნდა დამთავრდეს, სახელების დაფიქსირებას ახლა მოვერიდები, მიმაჩნია, რომ არც ერთი მათგანი, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, კითხვის ნიშანს არ დატოვებს. ნებისმიერი არის ძლიერი და გამარჯვებას იმსახურებს. ბოლოს კი წარმატებას მოიპოვებს ერთ-ერთი ძლიერი, ღირსეული და ნიჭიერი. ასეთია პროექტის წესები.

ნინი:

- ფაქტია, რომ აგვისტოს ცხელ დღეებს მაყურებელი საინტერესოდ გაატარებს. ყოველი მომდევნო "ლაივი" უკეთესი იქნება და მგონია, რომ კონკურსანტებს ახლიდან აღმოაჩენენ. განსხვავებული ტურები გველოდება, მონაწილეები განსახვავებულ ჟანრებში მოსინჯავენ თავს. მაყურებელი გულგრილი ვერ დარჩება და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილების მიღება არ გაუჭირდებათ. სულ ვამბობთ, რომ ჩვენი პროექტი არის უპრეცედენტო და ამ სეზონზე ამ კონკურსანტებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა ეს!

ზაფხულის ცხელ დღეებში და პანდემიის პერიოდში არც ერთი მეგაშოუ არ კეთდება, პირველები ვართ და დავამტკიცეთ, რომ ეს შესაძლებელია.

"მისი სურვილი იყო, რომ ბავშვთა სახლში წაეყვანათ" - 15 წლის გოგონამ, რომელიც დღეს იპოვეს, შინ დაბრუნებაზე უარი თქვა

"მატნელებმა ქათამი გაიტანეს და პანკისელებმა ამის გამო სცემეს" - ხეობაში დაპირისპირების დეტალები

"მოძღვარი იყო მოსული რომელმაც თქვა, რომ თვითმკვლელობის არ მჯერაო" - 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ახლობელი