ავტორი:

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

"ამხელა წარმატებას წყალში უყრიან" - ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტი, რომლის მხარდასაჭერად "ფეისბუქი" გაერთიანდა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კორონავირუსი დაფიქსირდა. ინფიცირებულია აბიტურიენტი, რომელმაც გამოცდა 7 ივლისს ჩააბარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. თუმცა გოგონა დანარჩენ გამოცდებზე ვეღარ გავა.

ამჟამად ის შემდგომი მკურნალობისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. იმ აბიტურიენტებს კი, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან გამოცდას წერდნენ, ეპიდემიოლოგები აკვირდებიან.

როგორც გაირკვა ინფიცირებული აბიტურიენტი ანა ონიანია, რომელიც საკმაოდ ნიჭიერი გოგონაა. სწორედ ამიტომ მის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გაერთიანდა, ერთი მოთხოვნით, რომ ანა გამოცდებზე დაიშვას.

"გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი.

მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს.

ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!" - წერს გოგონას ახლობელი მიხეილ ქურასბედიანი. მის პოსტს, ასევე მხარდამჭერი ტექსტებით უამრავი ინტერნეტმომხმარებელი აზიარებს,

"ჩემი ქმარი არ აკეთებს არაფერს? კახას არც ერთი თვის ხელფასი არ აუღია" - როგორ უპასუხა ანუკი არეშიძემ "ინსტაგრამზე" მწვავე კრიტიკას

"დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა... რთულია შეეგუო დიაგნოზს - კოვიდინფიცირებული" - რას წერს მუნიციპალური ინსპექციის ინფიცირებული თანამშრომელი

"კართან დამხვდა ნასვამი, აგრესიული იყო, ამოიღო იარაღი და 2-ჯერ მესროლა" - რამაზ ხარაზიშვილი თავდასხმის დეტალებსა და რაგბის სამყაროში არსებულ დაპირისპირებაზე