ავტორი:

ამერიკის ელჩი ქართველ ბიზნესმენ ქალებთან ერთად სვანეთში - სტუმრობის ამსახველი ფოტოები

ამერიკის ელჩი ქართველ ბიზნესმენ ქალებთან ერთად სვანეთში - სტუმრობის ამსახველი ფოტოები

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს მათ დაათვალიერეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს.

„ელჩი დეგნანისთვის დიდი პატივია ზემო სვანეთის მონახულება ქართველ ბიზნესმენ ქალებთან და ამერიკელ დიპლომატებთან ერთად. მათთან ელჩი განიხილავს ბიზნესის გამოწვევებსა და საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობებს. დღეს მათ მოინახულეს იფარი და უშგული, სადაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მზადაა საქმიანობისთვის და მოუთმენლად ელის ადგილობრივ ტურისტებს. წმინდა გიორგისა და ლამარიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიების მონახულებისას ელჩმა შეიტყო სვანი ხალხის მტკიცე რწმენის შესახებ და მათთვის მრავალი სირთულის გადალახვისას ამ რწმენის მნიშვნელობაზე. მან ასევე გაიგო, როგორ გადაარჩინეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საქართველოს კულტურული საგანძურები არაერთი დამპყრობლისაგან. ელჩი დეგნანი განსაკუთრებით კმაყოფილი დარჩა ადგილობრივ მეწარმეებთან შეხვედრით, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ბიზნესის განვითარებაში ეხმარება“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საელჩო ავრცელებს.

სვანეთში ელჩის სტუმრობის ამსახველ ფოტოებს ამერიკის საელჩოს "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს.

პარიზში ქართველმა გოგომ ღომით ფეხი დაიწვა - გუგა ქაშიბაძე

"ამ ძაღლს ვიცნობდი... პატრონი ფსიქიკას უმახინჯებდა, ძაღლების დაგლეჯვაზეც ავარჯიშებდა" - რას წერს სამოქალაქო აქტივისტი თბილისში მომხდარ შემთხვევაზე

"მეოთხე სტადიაში აღმოვაჩინეთ დაჯის ფილტვის სიმსივნე..." - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი დედაზე და რას ურჩევს საზოგადოებას