ავტორი:

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

"უჭკუოები ხომ არ ვართ, დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით" - მეუფე იაკობი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის განცხადებით, მსოფლიოში პირბადეების დიდი ბიზნესია. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, ერი ღირსეულად მოიქცა, როდესაც კორონავირუსის პანდემიის დროს ტაძარში დადიოდა და ვირუსს არ შეუშინდა.

„ახლაც, ხომ ხედავთ რას აკეთებენ, თურმე პირბადეები უნდა გავიკეთოთ. ადრე, მხოლოდ წვეთოვანი გზით გადადიოდა და ახლა ჰაერწვეთოვანითაც გადადისო იმიტომ, რომ პირბადეების დიდი ბიზნესია მსოფლიოში, ასევე სხვადასხვა რაღაცებში. თუ შეხედავთ, გადაირია მსოფლიო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს ქართველმა ხალხმა ეკლესიაში სიარულით შიში დაძლია.

„ჩვენმა ეკლესიამ, პირველ რიგში, ჩვენმა პატრიარქმა ღირსეულად დაგვიცვა თუ არა? გიჩვენათ თუ არა მაგალითი? რომელი დაზიანდით? ნუთუ რომელიმეს, ვინც გეუბნებოდათ, არ მიხვიდეთო, ჩვენზე მეტად უყვარს ჩვენი ერი, ჩვენი ადამიანები?! მეტსაც გეტყვით, ღმერთისგან ვიცოდით, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავით, თუ არ მოვიქცეოდით, ბევრ რამეს დავკარგავდით. როგორც გვაქვს დაკარგული ოშკი, ბედია, სხვადასხვა რაღაცები. საერთოდ, უარესებს დავკარგავდით. მადლობა ღმერთს. მთელმა ერმა, მთავრობამაც, ოპოზიციამაც და რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა, ღირსეულად ჩააბარა ეს გამოცდა. თუ შეგვეშინდა, გადავლახეთ, აღარ გვეშინია, არც შეგვეშინდება, მაგრამ სიფრთხილე საჭიროა. ყოველთვის მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოში ქართველი ერი ღმერთს მიენდო და გადაჩა.

როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, უგუნურია იმ ადამიანების მოსაზრება, რომლებიც იმ პერიოდში ადამიანების ეკლესიაში სიარულს აკრიტიკებდნენ.

„ხომ ნახეთ, რა მოხდა კორონავირუსთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად მთელ მსოფლიოში წამოვიდა ინსტრუქცია და ყველა დაემორჩილა მას. არ ვამბობ, ეს ცუდია თუ კარგი, ადამიანები ვართ, თავი გვაქვს, გონიერი არსებები ვართ. გაჩერდა მთელი მსოფლიო, თითქმის ყველა ქვეყანაში თუ სადმე რელიგიური კერა იყო, ყველა დაიკეტა. დაიკეტა იმიტომ, რომ მოსთხოვეს. ხომ ვიცით ყველამ, როგორ ხდებოდა. საკუთარი ნებით ვინ გამოვიდოდა და დაკეტავდა, ხომ? რაღაცით ეს ადამიანები დაარწმუნეს, რომ ყველაფერი დაეკეტათ და ასე მოხდარიყო. რა მოხდა ჩვენთან-საქართველოში მოხდა ის, რომ თავის გადასარჩენად ზოგი ოჯახებში იყო, ზოგი სხვაგან და იმ ადამიანებსაც ვერ ვიტანდით, ვინც ეკლესიაში დადიოდა. თავიდანვე ბრძოლები დაგვეწყო, რატომ დადიან, ხომ შეიძლება რაღაც გადაედოთ, მერე ჩვენც გადაგვედება, ასე პატივსაცემი ხალხი გვეუბნება ამას, მათ როგორ არ დავუჯეროთ და ეკლესიას დავუჯეროთ. მაგრამ, საოცარი რამ მოხდა, აბსოლუტურად მთელი ერი, ახლა დღეს თუ ვინმე დარჩა ისეთი, რომელიც კიდევ აკრიტიკებს იმას, რომ ერი ეკლესიაში დადიოდა, საცოდავები არიან და მათ ახლა, ჩემი აზრით, მთელი სამედიცინო სპექტრი ვერ უშველით. შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ უგუნური არსებებივით იქცევიან, თუ ასეთი ვინმე დარჩა და ალბათ დარჩა. ერმა იწამა ისევ ღმერთი და მას მიენდო“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მან მრევლს მიმართა, რომ შესაძლოა კიდევ დადგეს ისეთი დრო, როდესაც ეკლესიაში სიარულისას შესაძლო საფრთხის შესახებ აცნობებენ.

„ქართველი ერი საკმაოდ გონიერი აღმოჩნდა და ღმერთმა გადაგვარჩინა. შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, უჭკუოები ხომ არ ვართ, ის დავიჯეროთ, რომ მხოლოდ სამედიცინო პერსონალი იყო ჩარეული და იმიტომ გადავრჩით. მადლობა მათ, სამედიცინო პერსონალს, მაგრამ ღმერთმა აგვარიდა ის დიდი რამ, რაც არის. ამას გეუბნებით იმიტომ, რომ კიდევ მოვა ასეთი დრო, კიდევ გეტყვიან და შეგაშინებენ“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამირან გამყრელიძე 8-დღიან საკარანტინო ვადას განმარტავს - როდიდან ამოქმედდება და ვის შეეხება ახალი რეგულაცია?

21 სექტემბრიდან თბილისის მეტროს მუშაობის საათები იცვლება

LIVE - "360 გრადუსის" სტუმრები არიან ზურაბ ჭიაბერაშვილი და სოზარ სუბარი