ავტორი:

მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა - მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში გადავარდა - მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ.

შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ვასო ზურებინმა განუცხადა, ავტომანქანა ამოყვანილია, თუმცა მანქანაში მყოფი პირის სამძებრო სამუშაოებს მდინარის დინება აფერხებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მოათავსეს

რუსთავში, ხარმა 4 წლის ბავშვს დაზიანება მიაყენა

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია