ავტორი:

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ. ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია», - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

„მისია მთელი დღის განმავლობაში ხელს უწყობს შესაბამისი ინფორმაციის გაცვლას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად დააკვირდება სავარაუდო სროლის ინციდენტს და დაკავების საქმეს. ამ კონტექსტში მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სწრაფ აღდგენას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რომ 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.

"მომხდარი ტრაგიკული ფაქტი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ოკუპაციის რეალურ სახეს, პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო ძალას" - სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ენგურზე გადმოსვლისას ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა - "გარდაცვლილია ჩემი ძმა და რძალი, ასევე ბიძაშვილის მეუღლე"

"ენგურის გადმოკვეთისას მოქალაქეების დაღუპვამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის დანაშაულებრივი არსი, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება" - სუს-ის განცხადება