ავტორი:

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

უილ სმიტის ცოლი პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ სხვა კაცთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, რისი ნებართვაც მეუღლემ მისცა

უილ სმიტის ცოლი, ჯედა პინკეტ სმიტი ამბობს, რომ მას სასიყვარულო ურთიერთობა სხვა კაცთან მაშინ ჰქონდა, როცა უკვე ქორწინებაში იყო უილთან. ამის შესახებ ჯედამ Facebook შოუს, Red Table Talk-ის ფარგლებში პირდაპირ ეთერში ისაუბრა და საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულ საკითხზე საუბრის დროს, უილიც მის გვერდით იყო.

ჯედა პინკეტ სმიტის თქმით, მას რომანი ჰქონდა მუსიკოს ოგუსტ ალსინასთან იმ პერიოდში, როდესაც უილთან ურთიერთობაში პაუზა აუღო. ჯედა ამბობს, რომ მან და უილმა გადაწყვიტეს ცოტა ხნით ცალ-ცალკე ეცხოვრათ.

"ჩვენ გადავწყვიტეთ რაღაც პერიოდი ცალ-ცალკე გვეცხოვრა და გაგვეგო, თუ რა გვაბედნიერებდა“, - ამბობს ჯედა.

მისივე თქმით, სურდა, რომ ქმარს ყველაფერი სცოდნოდა და ახალი ურთიერთობის დასაწყებად უილისგან ნებართვაც კი აიღო.

ჯედა პინკეტ სმიტის სკანდალურ აღიარებამდე აღნიშნულ საკითხზე რადიო ინტერვიუში ალსინმა (ადამიანი, ვისთანაც ჯედას რომანი ჰქონდა) ისაუბრა და თქვა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა ჯედასთან, თუმცა ამ ურთიერთობის შესახებ უილმა იცოდა და თავის ცოლს მხარს უჭერდა. თავდაპირველად ჯედა უარყოფდა იმას, რომ უილისგან ნებართვა აიღო, თუმცა ახლა საჯაროდ, ქმრის გვერდით თქვა, რომ უილმა ყოველივე იცოდა.

როგორც sky.com წერს ჯედასა და ალსინს ურთიერთობა დაახლოებით 4 წლის წინ ჰქონდათ, თუმცა მალე დაშორდნენ და ახლა არანაირი კავშირი არ აქვთ.

უილ სმიტი და ჯედა პინკეტ სმიტი 1997 წელს დაქორწინდნენ და მათი ოჯახი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მყარ ოჯახადაა მიჩნეული. წყვილმა ერთმანეთი კომედიური სერიალის The Fresh Prince Of Bel-Air-ის გადასაღებ მოედანზე, 1990 წელს გაიცნო. უილსა და ჯედას 22 წლის ვაჟი, ჯეიდენი და 20 წლის ქალიშვილი, უილოუ ჰყავს. ორივე მათგანი შოუ-ბიზნესში აქტიურადაა ჩართული.

უილ სმიტი ამბობს, რომ მისი და ჯედას სიყვარული უპირობოა.

"სხვა არაფერი უნდა, არც კომპიუტერი, არც თამაში" - 9 წლის ინტერნეტ-ვარსკვლავი სიმღერის განსაკუთრებული ნიჭით, რომლის ვიდეოს უამრავი ნახვა აქვს

აუთსაიდერების დუეტი და ხმის მიცემის წესები - რა ელის მაყურებელს "დიდი სცენის" მე-4 ლაივკონცერტზე

ნინო სურგულაძე ტყუპ შვილთან ერთად - მომღერალი ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს