ავტორი:

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

როგორ სახლში ცხოვრობს ბაია დვალიშვილი - "მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული"

სახლი, სადაც მსახიობი ბაია დვალიშვილი ცხოვრობს, ვაკის პარკს გადაჰყურებს. სადარბაზოს კართან მისი დედის, ასევე ყველასთვის საყვარელი მსახიობის მარინე თბილელის მემორიალური დაფაა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსი 1957 წელს აშენდა, 4 წელიწადში კი ბაია დაიბადა და მას შემდეგ იქ ცხოვრობს. მსახიობის სახლის ზღრუბლზე მისულებს, პირველი, რაც თვალში მოგვხვდა, პეპლებით სავსე კარი იყო. ბუნებრივია, პეპლების ისტორიით დავინტერესდით. აღმოჩნდა, რომ პირველი პეპელა ბაიას მაშინ მიუკრავს კარზე, როცა მისი შვილი მაკრინე სკოლაში პირველად წავიდა, იფიქრა, რომ შინ დაბრუნებულს გაახარებდა და კარი გააფორმა. მას შემდეგ უამრავმა პეპელამ „დაიდო ბინა“ კარზე და ამვლელ-ჩამვლელსა თუ სტუმრად მისულ ადამიანს კარიდანვე პოზიტიურ განწყობას უქმნის.

როგორც კი შინ შეხვალთ და თვალს მოავლებთ ინტერიერს, მაშინვე მიხვდებით, რომ აქ დიდი ისტორიის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ და მოსაყოლ-გასახსენებელიც ბევრი აქვთ.

ბაია:- ეს კორპუსი 1957 წელს აშენდა და 4 წელიწადში გავჩნდი მე. მას შემდეგ სულ აქ ვარ. გარკვეული პერიოდი მეუღლის არაჩვეულებრივ ბინაში ვცხოვრობდი, რომელიც ხშირად მესიზმრება, ძალიან საინტერესო და ლამაზი ბინა იყო, მაგრამ 90-იან წლებს შეეწირა და მას შემდეგ ისევ აქ დავბრუნდით. დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი მეუღლე და მე ერთად ვცხოვრობდით, შემდეგ მაკრინე შემოგვემატა და დღემდე ამ სახლში ვართ. მგონია, რომ ვერსად სხვაგან ვერ ვიცხოვრებ. აქ იმხელა ბიოგრაფია, ისტორია, მოგონება, ამბავი დევს, წარმოუდგენელია ჩემთვის სხვაგან გადასვლაზე ფიქრიც კი. რაც შეეხება ნივთებს, ჩვენ ანტიკვარები არ გვაქვს და არც მიყვარს, ანტიკვარულ მაღაზიაშიც კი ცუდად ვგრძნობ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ცრუმორწმუნე არ ვარ. უბრალოდ, არ მსიამოვნებს, მირჩევნია, ჩემით შევქმნა ნივთი და მისი ისტორიაც. საზღვარგარეთაც რომ დავდივარ, გასტროლი იქნება თუ ტურისტული მოგზაურობა, ვიძენ იმას, რაც ჩემთვის საინტერესოა, შემდეგ კი მოგონებად იქცევა. ბევრი რამ, რასაც აქ ხედავთ, ჩემი შექმნილი ან რესტავრირებულია, მიყვარს, როცა სახლი ჰგავს პატრონს და არ არის სტანდარტული, ან ჟურნალიდან გადმოტანილი.

90-იანებში, როცა მართლა არსად არაფერი ხდებოდა, მსახიობმა თოჯინების კეთება დაიწყო. იპოვა საქმე, რომლითაც მოახდინა საკუთარი თავის რეალიზება და იმ გაჭირვების ჟამს შემოსავლის წყაროდაც აქცია.

- იმ ბნელ წლებში, ჭრაქის შუქზე აღმოვაჩინე საქმე, რომელიც შემოქმედებასთან, ფერთან, წებოსთან, საღებავებთან მაკავშირებდა და დავიწყე თოჯინების კეთება. რამდენიმე მათგანს ახლაც ვინახავ. ერთ-ერთის კაბა ფოტოებით შევქმენი და ალბათ, გამორჩეული ამითაა. თავის დროზე დიდ მოწონებას იმსახურებდა და კარგ ფასად იყიდებოდა. ასევე დეკორატიულად ვაფორმებდი ბოთლებს, ლანგრებს. თუმცა, ეს ისე დიდი ხნის წინ იყო, ახლა რომ ვცადო, არც ვიცი, შევძლებ თუ არა გაკეთებას. ალბათ იმიტომ, რომ ეს საქმე იყო სპონტანური, სიტუაციური და არა პროფესიული.

სახლი რეტრო-კლასიკურ სტილშია მოწყობილი. ნახატები მთავარი დეტალია, რომელსაც ყველა ოთახში შეხვდებით. მისაღებში, ტელევიზორთან და ყავის მაგიდასთან ერთად, ფერადი ბალიშებით დამშვენებული რბილი სამეული დგას. აქვეა საკმაოდ ძველი ბუფეტი, მაგიდა და ზინგერის ფირმის ერთ-ერთი პირველი საკერავი მანქანა. განსაკუთრებული ყურადღება ძველებურმა ტელეფონმა მიიქცია, რომელიც თურმე არც ისე ძველი ყოფილა, როგორი შესახედაობაც აქვს.

- ნახატების უდიდესი ნაწილი ნაჩუქარია, თუმცა, ბევრი შედევრი 90-იანებმა „იმსხვერპლა“, გავყიდე, რადგან ასე იყო საჭირო. მართლა სასწაული ნამუშევრები იყო, მაგრამ რას ვიზამთ?! ცხოვრება ასეთია, ხან ყიდულობ, ხან ყიდი. ახლობლები, ძმა, დედ-მამა აღარ მყავს და ნახატს ნამდვილად ვერ გამოვეტირები.

რაც შეეხება ბუფეტს, მაგიდას, საკერავ მანქანას - ყველაფერი ძველია. აქვეა სერგო ფარაჯანოვის ნაჩუქარი სამკაულების ყუთი. ეს ტელეფონი, ყველას ძალიან ძველი ჰგონია, ლენინის დროინდელი მაინც, არადა, დედამ ერთ-ერთი გასტროლის დროს, პოლონეთიდან ჩამოიტანა, მასაც უყვარდა უცნაური დიზაინის ნივთები და ეს ერთ-ერთი მათგანია. ზინგერის საკერავი მანქანა, რომელზეც ჩიტების გალია მოვათავსე, ერთ-ერთი პირველი გამოშვებაა, თუმცა, თუ დანიშნულებისამებრ გამოიყენებ, თავის საქმეს პირნათლად შეასრულებს, მუშაობს მშვენივრად და გადამარჩინა, როცა ამ თოჯინებს ვაკეთებდი. ახლა კი, ჩიტები ბინადრობენ მასზე.

სახლში უამრავი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქოთნის მცენარეა.

- მცენარეები მიყვარს, მათი მოვლა-პატრონობა საკუთარ თავზე მაქვს აღებული, ჩემი სამივე აივანი ზაფხულობით ულამაზესია, სავსეა ყვავილებით. ძალიან მწყდება გული, როცა ვხედავ სახლებს, სადაც ადამიანებს ერთი ქოთანიც კი არ აქვთ, არადა ევროპის ნებისმიერ ქალაქში ეს აუცილებლობასავითაა, მეტიც - მერია კურირებს ამ საკითხს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

ბიბლიოთეკა-კაბინეტი - ალბათ ასე შეგვძილია დავარქვათ ოთახს, სადაც ერთი კედელი წიგნებით სავსე თაროებს უჭირავს, მეორეზე სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებია გამოფენილი, შუაში შავი როიალი დგას და ოთახის სიღრმეში კი ძველი ბუხარი „იწონებს თავს“, რომელსაც ლითონის სურა, დოქი, უთო და მსგავსი ნივთები ამშვენებს. აქვეა ქალბატონი მარინე თბილელის ყვავილებით შემკული ბიუსტი და ირმის რქები, რომლის წარმომავლობა ჩვენი რესპონდენტისთვისაც უცნობია - რაც თავი მახსოვს, ეს რქები აქ იყო და არ ვიცი, საიდან გვაქვსო. ნახეთ სრულად

მომღერალი მაქსიმი ხელოვნურ კომაშია და სიცოცხლისთვის იბრძვის - რა დაემართა რუს შემსრულებელს?

ეკა მიშველაძის შვილს, ტელეწამყვან მაკო კვიტაიშვილს შვილი შეეძინა - "ჩვენს ოჯახში ახალი სიცოცხლე შემოვიდა!"

"არ მყავს ჩემი ბიოლოგიური შვილი... ილიკოს შვილებმა შემიცვალეს ჩემი შვილები" - ნინო სუხიშვილი