ავტორი:

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

"კაწრო" გვარამიას ეთიკის ქარტიაში უჩივის

ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მეუღლემ ნათია რუხაიამ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას სარჩელით მიმართა.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმეზე ქარტიას თავდაპირველად თავად ბილანიშვილმა მიმართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა.

სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 7 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე: პირველი - ინფორმაციის სიზუსტე; მესამე - დადასტურებული წყარო; მეთერთმეტე - ფაქტის განზრახ დამახინჯება.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს, დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" "ლიტერატურული გაჩერება" ბათუმშია

"9 პაციენტს ეპიდაფეთქების ზონაში მოგზაურობის ისტორია აქვს" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

"უგონო მდგომარეობაში იყო" - კარანტინში მყოფი ბიჭი, რომელიც მეოთხე სართულიდან გადახტა, ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს