ავტორი:

„ორენოვანი კლასიკა“ - სერია, რომელიც ინგლისურად წაკითხვას გაგიადვილებთ

„ორენოვანი კლასიკა“ - სერია, რომელიც ინგლისურად წაკითხვას გაგიადვილებთ

ზაფხულში მოზარდებს ბევრი თავისუფალი დრო აქვთ, როგორც დასვენებისთვის, ასევე ცოდნის გაღრმავებისათვის. მშობლები ბევრს ფიქრობენ იმაზე, თუ რომელი გამოცემა შეურჩიონ შვილებს, წიგნთან ურთიერთობა სასიამოვნოც რომ იყოს და მაქსიმალურად შემეცნებითიც.

მოზარდობის ასაკი ის პერიოდია, როცა ადამიანს მსოფლმხედველობა უყალიბდება და საბაზისო ცოდნას აგროვებს. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს წიგნი მაქსიმალურად შემეცნებითი იყოს, რათა მოზარდმა თვალსაწიერი მეტად გაიფართოოს.

„ორენოვანი კლასიკა“ ამისთვის მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს წიგნები კლასიკოსი მწერლების ბიოგრაფიებსაც მოიცავს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოში აღიარებული ნაწარმოებები ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულადაა მოცემული, რისი მეშვეობითაც მოზარდი ლექსიკურ მარაგს არა მარტო მშობლიურ, არამედ, ინგლისურ ენაზეც შეივსებს.

ამ გამოცემებზე არჩევანის გაკეთება ორმაგად სასარგებლო იქნება იმ მშობლებისთვისაც, ვისაც სხვადასხვა ასაკის მოზარდები ჰყავს. შედარებით უფროსი ბავშვები ადაპტირებული კლასიკის ინგლისურ ვარიანტს გაეცნობიან, პატარები კი, რომელთაც უცხო ენაში ჯერ მდიდარი ლექსიკური მარაგი არ აქვთ, ქართულ თარგმანს წაიკითხავენ.

ართურ კონან დოილი - „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“

„შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ ართურ კონან დოილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია. რამანის მთავარი გმირი ცნობილი ლონდონელი დეტექტივია, რომელიც შეუდარებელი დაკვირვებისა და დედუქციის უნარით, ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებას ახერხებს.

ჟიულ ვერნი - „საიდუმლო კუნძული“

ჟიულ ვერნის რომანები სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში შექმნილი აღიარებული შედევრებია. „საიდუმლო კუნძული“ ტყვეობიდან გამოქცეული ხუთი მეგობრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უკაცრიელ კუნძულზე აეროსტატით დაეშვებიან. ეს საინტერესო თავგადასავლებით სავსე რომანი ყველა ბავშვა უნდა წაიკითხოს.

დანიელ დეფო - „რობინზონ კრუზო“

„რობინზონ კრუზო“ დანიელ დეფოს პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მწერალმა რომანს რეალური ამბავი დაუდო საფუძვლად და მოგვითხრო ადამიანზე, რომელმაც წყნარი ოკეანის ერთ-ერთ კუნძულზე მთელი 28 წელი გაატარა და სრულიად მარტომ გადალახა უამრავი დაბრკოლება. რომანი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე.

რობერტ ლუის სტივენსონი - „განძის კუნძული“

რომანი მოგვითხრობს მამაც ბიჭზე, რომელიც მეკობრის ზანდუკში განძის კუნძულის რუკას აღმოაჩენს და თანამოაზრეებთან ერთად უკაცრიელ კუნძულზე მიემგზავრება. განძის მაძიებელთა თავგადასავალი ხიფათითაა სავსე.

„ბიბლუსის“ კიდევ ერთი მაღაზია ბაგებში გაიხსნა

13 ივლისიდან, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, ლეილას „იძულებით გათხოვილი“ გამოვა

მოუსმინე წიგნებს: ერიხ მარია რემარკი, "ნასესხები სიცოცხლე" (თავი მეორე)